X
GOGA.TV
13
როგორი კვირა გელით? ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • როგორი კვირა გელით? ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    ბავშვები და საოჯახო საკითხები დააყენეთ პირველ ადგილზე. ეცადეთ, მომთმენი და მოსიყვარულე იყოთ ახლობლების მიმართ. კარგ შედეგს მოგიტანთ ფიზიკური აქტიურობა. უქმეები რომანტიკულად გაატარეთ.
    კვირის საუკეთესო დღეები: 24, 28 აგვისტო.

    კურო
    გაუფრთხილდით საფულეს. განაახლეთ/გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან. თუ კარგად დაფიქრდებით, მათგან ბევრ კარგ რამეს ისწავლით. დასვენებას ყველაზე უკეთ შინ შეძლებთ.
    კვირის საუკეთესო დღეები: 26, 30 აგვისტო.

    ტყუპი
    კვირის დასაწყისში გარშემო მყოფების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ეცადეთ, უქმეებზე მოდუნდეთ და მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით. სამოსში მეტად
    გამოიყენეთ წითელი ფერი.
    კვირის საუკეთესო დღე: 29 აგვისტო.

    კირჩხიბი
    ზედმეტმა ცნობისმოყვარეობამ შეიძლება უსიამოვნებაში გაგხვიოთ. ზოგიერთს შეიძლება აზარტულ თამაშებში გაგიმართლოთ. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გონებით და არა გრძნობებით უნდა მართოთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 25 აგვისტო.

    ლომი
    შეიცვალეთ იმიჯი, განწყობა, დამოკიდებულება გარშემო მყოფებისადმი. გააოცეთ მეგობრებიც და საყვარელი ადამიანიც. შუა კვირაში განმარტოება მოგინდებათ. უქმეები ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად გაატარეთ, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
    კვირის საუკეთესო დღეები: 24, 29 აგვისტო.

    ქალწული
    ხშირად ეკონტაქტეთ მეგობრებს, მოიპატიჟეთ ისინი შინ. ზოგიერთმა შეიძლება რემონტის გაკეთება გადაწყვიტოთ, ავეჯი გადააადგილოთ. უქმეები საყვარელ ადამიანებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
    კვირის საუკეთესო დღეები: 25, 30 აგვისტო.

    სასწორი
    უარი არ თქვათ მივლინებაზე. მგზავრობისას საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას. კვირის ბოლოსკენ მზად იყავით ექსცენტრიკული გამოხდომებისა და სიახლეებისადმი.
    კვირის საუკეთესო დღეები: 24, 29 აგვისტო.

    მორიელი
    ახლობლების მიმართ მეტად მოსიყვარულე და თბილი უნდა იყოთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, შვილებს. აი, გართობა კი სხვა დროისთვის გადადეთ. ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არ გაწყენდათ.
    კვირის საუკეთესო დღეები: 27, 30 აგვისტო.

    მშვილდოსანი
    მგზავრობისას რომანტიკული ნაცნობობა გელით. ყურადღება მიაქციეთ ძილისა და კვების რეჟიმს. ხუთშაბათსა და პარასკევს თავგადასავლები დაგეწყებათ.
    კვირის საუკეთესო დღე: 28 აგვისტო.

    თხის რქა
    სამსახურის საქმეები და მშობლები ითხოვენ ყურადღებას. კვირის ბოლოს საკუთარი თავის გამოცდა მოგინდებათ ექსტრემალურ სახეობაში. ნუ გაუშვებთ შანსს, რომ მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები.
    კვირის საუკეთესო დღეები: 25, 26, 27, 30 აგვისტო.

    მერწყული
    ბავშვები თქვენგან მეტ მზრუნველობასა და სიყვარულს საჭიროებენ. მეტი დრო დაუთმეთ მათაც და მშობლებსაც. კვირის ბოლოს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
    კვირის საუკეთესო დღე: 29 აგვისტო.

    თევზები
    მოემზადეთ ნათესავების ვიზიტისთვის. მოსაწყენად ვერ მოიცლით, საოჯახო საქმეების მოგვარებაში მეუღლე დაიხმარეთ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ეცადეთ, აუსრულოთ სურვილები.
    კვირის საუკეთესო დღეები: 25, 27 აგვისტო.

    წყარო: marao.ge
    418 ნახვა
    25-08-2020, 00:21