X
GOGA.TV
13
24-30 აგვისტოს სილამაზის კალენდარი - როდის რომელი beauty-პროცედურა უნდა ჩაიტაროთ
  • 24-30 აგვისტოს სილამაზის კალენდარი - როდის რომელი beauty-პროცედურა უნდა ჩაიტაროთ

    კვირა "მხიარულად" იწყება. ფრთხილად ვართ მჭრელ საგნებთან. აგრეთვე არის დამწვრობის საშიშროებაც. ნუ დაგეგმავთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს. კვირის ბოლოს ინფექციების მომატების ალბათობა იმატებს. დაიცავით დისტანცია და უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმა ხალხმრავალ ადგილებში. მოერიდეთ კანონის დარღვევას, უფროსთან დამოკიდებულების გაფუჭებას.

    24-25 აგვისტო (16:50-მდე) - მთვარე მორიელშია. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ წითელს, შავსა და ბორდოსფერს. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.

    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    მინუსი -
    არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.


    25 (16:50-დან)-27 აგვისტო (21:38-მდე) - მთვარე მშვილდოსანშია. უმჯობესდება განყობა. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ყურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი. უარი თქვით ალკოჰოლზე.

    პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს. კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება, აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.


    27 (21:38-დან)-29 აგვისტო - მთვარე თხის რქაშია. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.

    კარგია - პედიკიური, პილინგი
    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.


    30 აგვისტო - მთვარე მერწყულს ესტუმრება. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს, ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

    კარგია - ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
    ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

    წყარო: marao.ge
    138 ნახვა
    25-08-2020, 00:23