X
GOGA.TV
13
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები
  • თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

    თითქმის 5 საათი ეცნობოდა საქმის მასალებს თბილისის პროკურატურაში ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა საგამოძიებო უწყება გვიან ღამით დატოვა.

    რამიშვილის თქმით, ის თამარის გადაადგილების ვიდეომასალებს გაეცნო, სადაც სამი ჯიპი ფიგურირებს. ადვოკატი ამბობს, რომ ყველა მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის.

    ახლა უფლებადამცველი ჯიპების გადაადგილების ზუსტ მარშრუტსა და მათ ბაჩალიაშვილთან შესძლო კავშირის დამადასტურებენ მასალებს ელოდება. რამიშვილი საქმეში ახალი პირების დაკითხვის მნიშვნელობაზეც საუბრობს.

    "თამუნას გადაადგილების ადგილებს გავეცანით ვიდეომასალებში. ვნახეთ გარკვეული მონაკვეთები,იმ სამი ჯიპის რომელიც საქმეში და ვიდეოში ფიგურირებს. იმ სამი ჯიპის მარშრუტი დასადგენია. უნდა დავადგინოთ მარშრუტი საიდანაც წყდება, იქიდან გადაადგილება რითი მოხდა,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

    შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდიანრეობს. ოჯახი თვითმკვლობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.
    134 ნახვა
    25-08-2020, 02:22