X
GOGA.TV
13
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანი ვიცით
  • როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანი ვიცით

    ქალის შებმა ყურადღებით, ფლირტით შეიძლება. მანდილოსანი ჭკუას კარგავს, როცა ინტელიგენტი მამაკაცი ლამაზი თაიგულით ხელში პაემანს უნიშნავს.
    მამაკაცების გულის მოგება კი ასე ადვილი არაა. თუმცა, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანი იცით, ჩვენ გაგიმხელთ, როგორ უნდა მოხიბლოთ თქვენი სასურველი ობიექტი.

    ვერძს ბანალურად, უყვარს თვალებით. მართალია, ქალის მდიდარ შინაგან სამყაროს აფასებენ, მაგრამ ეფექტურ და თავისუფალ ქალს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. ვერძის ყურადღების მიქცევა მკვეთრი მაკიაჟით, სექსუალური კაბითა და და თამამი ფლირტით შეიძლება.

    კუროს მოხიბვლა არც ისე ადვილია, როგორც ეს
    ერთი შეხედვით ჩანს. ის დიდხანს აკვირდება მანდილოსნებს და მათ მიმართ საკუთარი კრიტერიუმები გააჩნია. გარეგნობის გარდა, კარგი დიასახლისიც უნდა იყოთ. მას არ ხიბლავს ხანმოკლე რომანები, მას სურს გვერდით ჰყავდეს ერთგული, საიმედო, ყურადღებიანი და ინტელიგენტი ქალი.

    ტყუპი
    საკმაოდ ქარაფშუტაა. ყურადღებას ყველაზე ლამაზზე კი არა, იმაზე შეაჩერებს, ვინც ინტრიგაში გახვევს, კარგი მოსაუბრეა და რაიმეთი დააინტერესებს. ოჯახის, მორიდებული ქალი მის გვერდით ვერ გაძლებს. ტყუპ მამაკაცს მრავალმხრივი და წარმოუდგენელი ქალი შეინარჩუნებს.

    კირჩხიბის მოხიბვლას ყურადღებით, მოთმინებით, მზრუნველობითა და უსაზღვრო სიყვარულით შეძლებთ. მართალია, კირჩხიბი ქალის ვიზუალურ გარეგნობასაც აქცევს ყურადღებას, მაგრამ მისი მდიდარი შინაგანი სამყარო უფრო ხიბლავს. მის გვერდით ვერ იქნება აგრესიული ქალი.

    ლომი
    გულის დაპყრობამდე დაფიქრდით, შეძლებთ კი სამეფო ტახტზე მის გვერდით სათანადო ადგილის დაკავებას. თქვენ უნდა გქონდეთ იდეალური გარეგნობა, უმაღლესი განათლება (სასურველია, რამდენიმე დიპლომი), მშვიდი ხასიათი და ნათესაური კავშირი ინგლისის დედოფალთან.

    რას ეძებს ქალწული მამაკაცი ქალში? მისთვის უმთავრესი ქალის ინტელექტია. მას არასდროს მოეწონება ვულგარული, გაუნათლებელი, არაეკონომიური და ზარმაცი ქალი. მას სურს, გვერდით მატერიალისტი-დიასახლისი ჰყავდეს, რომელიც შემოსავლის გამრავლებაშიც დაეხმარება და სახლშიც წესრიგს დაახვედრებს.

    სასწორი
    ელეგანტურ და სასიამოვნოდ მოსაუბრე ქალს აირჩევს, რომელიც გარშემო მყოფებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს. გარდა ამისა, სასწორის რჩეული ემოციურად თავშეკავებული, მომთმენი და მოსიყვარულე უნდა იყოს.

    მორიელი უპირატესობას ტემპერამენტს ანიჭებს, თუ, რა თქმა უნდა, საქმე ინტიმურ სიახლოვეს ეხება, მაგრამ - გამგებ და მორიდებულ ქალს ცხოვრების თანამეგზურად. ეს მამაკაცი მუდამ ფრთხილი და ეჭვიანია. შეიძლება 5-წუთიანი დაგვიანების გამო დაკითხვა მოგიწყოთ. თუ მას თქვენს ერთგულებასა და სუფთა ზრახვებში დაარწმუნებთ, მის გულს სამუდამოდ დაიპყრობთ.

    მშვილდოსანი
    მონადირე და დამპყრობელია. სიამოვნებას განიცდის არა შედეგისგან, არამედ პროცესისგან. თუ ქალი ზედმეტად შეეცდება მის დაუფლებას, თავიდან მოიშორებს. რაც უფრო გაეცლებით და ხშირად დაემუქრებით ურთიერთობის გაწყვეტით, მით მოგეჯაჭვებათ.

    თხის რქა მატერიალისტი და ცინიკოსია. მისთვის სიყვარულსა და თაიგულების მირთმევას არანაირი კავშირი არა აქვს. ის ეძებს ქალს, რომელიც კარგი დიასახლისიც იქნება და წარმატებულიც კარიერაში. ფინანსური კეთილდღეობა მისთვის ხორციელ სიამოვნებაზე მეტს ნიშნავს.

    მერწყული
    თავისუფლებისმოყვარე ქალი მოხიბლავს, მომაბეზრებელ და კრუხ ქალებს დასანახადაც ვერ იტანს. მას უყვარს ქალებთან ურთიერთობა და ამის გამო პარტნიორმა ეჭვიანობის სცენები არ უნდა გაუმართოს. დახლართეთ ინტრიგები, იყავით ამოუცნობი და მერწყული მამაკაცი თავს არასდროს დაგანებებთ.

    მორიდებული და სენტიმენტალური თევზები ქალში საიმედოობასა და მეოცნებეობას აფასებენ. მათ გვერდით სჭირდებათ ქალი, რომელიც მოუსმენს, მათი გაჭირვების თანაზიარი იქნება. თუ მზად ხართ, საყვარელი მამაკაცის დამამშვიდებელი იყოთ, გაეშურეთ თბილი ჩახუტებებისკენ.

    წყარო: marao.ge
    219 ნახვა
    26-08-2020, 00:55