X
GOGA.TV
13
  • კახა კალაძემ თბილისის ავტობუსების სატრანზიტო დერეფნების პროექტის პრეზენტაცია გამართა

    კახა კალაძემ თბილისის ავტობუსების სატრანზიტო დერეფნების პროექტის პრეზენტაცია გამართა. მისი განცხადებით, მხოლოდ ავტობუსების დამატებით ქალაქში კიდევ უფრო მეტი საცობი გაჩნდება, თუ მათთვის სპეციალური ზოლები არ გაკეთდა.

    კახა კალაძის თქმით, საგზაო სივრცეები თანაბრად გადანაწილდება.

    "საზოგადოებას წარვუდგინეთ ის დერეფნები, სადაც პროექტები განხორციელდება. შეიძლება იგივე სამუშაოები, რაც ჭავჭავაძეზე იყო ამ ეტაპზე ვერ განვახორციელოთ, თუმცა რომ გაჩნდეს საავტობუსე ზოლები იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა არსებულ ინფრასტრუქტურაზეც სწარაფად შეძლოს გადაადგილება - მნიშვნელოვანია,"- განაცხადა კახა კალაძემ.
    71 ნახვა
    27-08-2020, 08:22