X
GOGA.TV
ყველაზე პოზიტიური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • ყველაზე პოზიტიური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დღე­ე­ბი, როცა ცუდი გან­წყო­ბა გვი­ტევს და ასე გვგო­ნია, არა­სო­დეს, არა­ფე­რი გაგ­ვი­ხარ­დე­ბა. ასეთ დროს მე­გობ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა მე­გობ­რებ­საც გა­აჩ­ნი­ათ. ზო­გი­ერთს მკაც­რად (თუმც კი სა­მარ­თლი­ა­ნად) უყ­ვარს ჩვენ­თვის ჭკუ­ის და­რი­გე­ბა და ნო­ტა­ცი­ე­ბის კი­თხვა, მა­შინ როცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც უბ­რა­ლოდ და მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია გან­წყო­ბა გაგ­ვი­უმ­ჯო­ბე­სოს ისე, რომ მარ­ტი­ვად დაგ­ვა­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად გზა. მო­დით, დღეს ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვი­სა­უბ­როთ.

    ვის ვის და პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი ცუდი გან­წყო­ბის გა­ნი­ა­ვე­ბა ჰა­ე­რის ნიშ­ნებს გა­მო­უ­ვათ ყვე­ლა­ზე კარ­გად. ამ მხრივ კი ჩემ­პი­ო­ნი ტყუ­პი მე­გო­ბა­რია . მას რო­გორც ტი­პურ მერ­კუ­რი­ა­ნელს ენა კარ­გად უჭ­რის, შე­სა­ნიშ­ნა­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ყო­ველ­თვის მზა­დაა სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე გაგ­ვი­ბას მას­ლა­ა­თი გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად. ტყუ­პის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მე­გო­ბა­რი ყველ­გან წა­მოგ­ყვე­ბათ და ნე­ბის­მი­ერ ახი­რე­ბა­ში აგი­ბამთ მხარს, თა­ნაც ამით თქვენ­ზე უფრო მე­ტად იხა­ლი­სებს.

    კი­დევ ერთი გუ­ლი­თა­დი მე­გო­ბა­რი და პო­ზი­ტი­ვის "გუდა" ცე­ცხლის ნიშ­ნებ­ში მო­ი­პი­ვე­ბა და ეს არის მშვილ­დო­სა­ნი. პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს მარ­თავს გა­ნა­პი­რო­ბებს მშვილ­დოს­ნებ­ში ამო­უ­წუ­რავ ოპ­ტი­მიზმს და მუდ­მი­ვად და­დე­ბით გან­წყო­ბას. მას უპი­რო­ბოდ სჯე­რა ნა­თე­ლი მო­მავ­ლის და იმის, რომ თუ დღეს სა­ღა­მოს­ვე არა, ხვალ დი­ლით მა­ინც გა­მო­ა­ნა­თებს მზე ჩვენს ფან­ჯრებ­ში, ან სუ­ლაც ფე­რა­დი ცი­სარ­ტყე­ლა გა­მოჩ­ნდე­ბა. იგი კე­თი­ლი, გუ­ლუხ­ვი და თავ­და­დე­ბუ­ლია მე­გობ­რო­ბა­ში. შე­უძ­ლია თქვენს გა­სამ­ხი­ა­რუ­ლებ­ლად ბოლო რე­სურ­სიც კი გა­ი­ღოს და უბედ­ნი­ე­რე­სი იქ­ნე­ბა თუ ეს მთე­ლი 100% გა­მო­უ­ვი­და.

    და­ბო­ლოს, კი­დევ ერთი "ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი", რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ ცუდ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, თევ­ზი მე­გო­ბა­რია . ამ ხალ­ხს ფსი­ქო­ლო­გი­ურ უნა­რებ­თან ერ­თად სა­ო­ცა­რი თა­ნაგ­რძნო­ბის და მოს­მე­ნის ნიჭი გა­აჩ­ნია. იგი თქვენს ტკი­ვი­ლის ისე გა­ნიც­დის რო­გორც სა­კუ­თარს. ამი­ტომ, როცა მას ესა­უბ­რე­ბით ხვდე­ბით, დარ­დში მარ­ტო არ ხართ. თევ­ზი მე­გობ­რის გვერ­დით სიმ­შვი­დეს, სუ­ლი­ერ წო­ნას­წო­რო­ბა­სა და კომ­ფორ­ტს იპოვ­ნით. იგი იზ­რუ­ნებს იმა­ზე, რომ გან­წყო­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის ფი­ლო­სო­ფი­ურ თე­მებ­ზე სა­უბ­რი­თაც აგი­მაღ­ლოთ. და­გა­ინ­ტე­რე­სებთ ას­ტრო­ლო­გი­ი­თა და მკი­თხა­ო­ბით, რაც მერ­წმუ­ნეთ გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად სა­უ­კე­თე­სო გზაა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    361 ნახვა
    28-08-2020, 00:31