X
GOGA.TV
13
იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
  • იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

    იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე თანამდებობას ტოვებს - "ევრონიუსის“ ინფორმაციით, მან გადაწყვეტილება ქრონიკული ავადმყოფობის გამო მიიღო, რომლის კონტროლი მისთვის ძალიან რთული გახდა.

    აბეს თქმით, ის წამლებს იღებდა, თუმცა აგვისტოში, მოულოდნელად, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იძულებული გახდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვებინა.

    მისი ავადმყოფობის შესახებ ეჭვები ზაფხულის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც ტოკიოს საავადმყოფოში გამოკვლევებზე მისვლა დასჭირდა. მთავრობის წევრებმა მაშინ განაცხადეს, რომ აბე მუშაობისგან იყო გადაღლილი და დასვენება სჭირდებოდა.

    შინზო აბეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2021 წლის სექტემბერში ეწურებოდა. მისი გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს მანამ, სანამ მისი პარტია ახალი ლიდერის არჩევას შეძლებს.
    27 ნახვა
    28-08-2020, 09:24