X
GOGA.TV
13
6 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა
  • 6 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა

    6 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში საკუთარ სახლთან მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.

    გოგონას ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

    საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

    სოფელ ტყაიაში მერის რწმუნებულის ედემ კეკუტიას თქმით, ინფორმაცია, რომ 6 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედა იჯდა საჭესთან, შესაძლოა, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. როგორც "კურიერს" გამგებელმა უთხრა, ფაქტის შემსწრე მხოლოდ ოჯახის წევრები არიან და სხვამ არავინ იცის, სინამდვილეში ვინ იჯდა საჭესთან, როცა უბედური შემთხვევა მოხდა.

    "ჯერჯერობით, არავინ არაფერი იცის დაზუსტებით. ჯერ არც არის იქ ისეთი სიტუაცია, რომ საერთოდ ვინმემ იკითხოს ამის შესახებ,"- განაცხადა ედემ კეკუტიამ.

    გუშინ სოფელ ტყაიაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის გოგონა დაშავდა. ის ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი ქუთაისში, სპაციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დილით გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება 124-ე, ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით დაიწყო.
    39 ნახვა
    28-08-2020, 09:27