X
GOGA.TV
13
ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა
  • ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა

    ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა.

    ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე მოვლნების გამო ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა ე.წ. გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს.

    ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გუშინ მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, მათ წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევის წამების შედეგად გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.

    აქციის პარალელულად ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერი ერიკ პუხაევიც გადადგა. მანამდე კი დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, თანამდებობა დაატოვებინა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევს​, რომელთანაც პირდაპირ კავშირში იყო ინალ ჯაბიევის საქმე, გარდაცვლილი პატიომარი სწორე ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს რამდენიმე დღის წინ.

    შეგახსენებთ, ინალ ჯაბიევი ცხინვალში არაადამიანური წამების შედეგად მოკლეს. ის საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. შედეგად, გაღიზიანებული მოქალაქეების ნაწილმა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა.
    38 ნახვა
    29-08-2020, 08:28
    News-ები