X
GOGA.TV
13
რესპუბლიკის მოედანზე საღებავით დააზიანეს "პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ბანერი
  • რესპუბლიკის მოედანზე საღებავით დააზიანეს "პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ბანერი

    29 აგვისტოს, რესპუბლიკის მოედანზე საღებავით დააზიანეს "პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ბანერი, რომელზეც პარტიის ლიდერები, დავთი თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი არიან გამოსახული.
    სარეკლამო ბანერის დაზიანების შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი:

    "ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები, გამყიდველები... ჩვენი მიწების ჩამბარებლები!

    ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით! მალე მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე,"- წერს ირმა ინაშვილი ფეისბუკზე.

    შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია, ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ. როგორ მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერები - ეს კითხვა ღიად რჩება. თავად ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ რეგიონში მხოლოდ ეკლესიის მოსალოცად და ხატის ჩასატანად ჩავიდა.

    "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. ლაშა საქანია მიზეზად აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილებას ასახელებს.
    63 ნახვა
    29-08-2020, 08:31