X
GOGA.TV
13
  • ხელისუფლება ორშაბათიდან საარჩევნო კანონმდებლობაში კოსმეტიკურ ცვლილებებს იწყებს

    "ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება ორშაბათიდან საარჩევნო კანონმდებლობაში კოსმეტიკურ ცვლილებებს იწყებს, იმის თაობაზე, რომ მოსყიდვაში მხილებული პირი სისხლის სამართლებრივი გზით აგებს პასუხს.

    შალვა ნათელაშვილის თქმით, ცვლილებები არსებითი უნდა ყოფილიყო, ასევე საარჩევნო კომისიებში უნდა ყოფილიყო პარტიების თანასწორი წარმომადგენლობა.

    "ივანიშვილის ხელისუფლება იწყებს კოსმეტიკური ცვლილებების შეტანას საარჩევნო კანონმდებლობაში, ის გამწარებული ეჭიდება ბოლო ხავსს, რომ რამენაირად მიტაცებული ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ წინასწარ ვუცხადებ, მას ეს არ გამოუვა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
    38 ნახვა
    29-08-2020, 08:42