X
GOGA.TV
13
  • „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით, გიგა ბოკერია გამოეხმაურა

    „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ირმა ინაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთის ინტერესებს ატარებს.

    შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილმა უმრავლესობისა და ოპოზიციური სპექტრის განცხადებებს სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი მიუძღვნა და შიდა და გარე პროვოკაციებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც გიგა ბოკერია და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი ახსენა.

    როგორც ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო ბანერები, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად წითლად გაფერადებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც, უკვე ჩამოხსნილია. ბანერს ჰქონდა წარწერა „დაიცავი აჭარა! „დაიცავი შენი წილი საქართველო!“, რასაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.
    79 ნახვა
    30-08-2020, 08:46