X
GOGA.TV
13
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია გადაყვანილი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია გადაყვანილი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

    კორონავირუსი არჩილ თალაკვაძის პირად დაცვას დაუდასტურდა. მასთან ერთად გარესამყაროსგან იზოლირებულები არიან მისი ოჯახის წევრები.

    პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, თალაკვაძესა და მის ოჯახის წევრებსაც PCR ტესტირება ჩაუტარდათ. მათივე ცნობით: "პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა".

    მანამდე კი, დღეს, 30 აგვისტოს, კორონავირუსი "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც "მთავარ არხს" მმართველი გუნდის პრესსამსახურმა უთხრა, ვირუსით ინფიცირებული პაციენტი "ოცნების" ტექნიკური სამსახურის თანამშრომელია.

    შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 25 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
    96 ნახვა
    30-08-2020, 09:53