X
GOGA.TV
13
31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • 31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    ცვლილებები ძალიან კარგია თუ ის ჩვენთვის სასიკეთოა, სხვათაშორის დღეს სწორედ ასეთი სასიამოვნო ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში.


    კურო
    დღევანდელი დღე იდეალურია ხანგრძლივი პროექტების დასაწყებად. საქმეში მიზანდასახული და ინდივიდუალური იყავით. წარმატება გელით შემოქმედებით საქმიანობაში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.


    ტყუპები
    მთელი თქვენი დიპლომატიური ნიჭის გამოვლენა მოგიწევთ, რადგან დღეს მრავალ ადამიანს შეხვდებით-მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც მაინდამაინც გულზე არ ეხატებით. მშვიდი და წყნარი დღე საშუალებას მოგცემთ, ახლო მომავლის გეგმები დასახოთ. შესაძლოა, საინტერესო მივლინებაში გამგზავრების შანსი გამოგიჩნდეთ.


    კირჩხიბი
    დღეს თავი შეიკავეთ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებისგან. პარტნიორებსა და კოლეგებს საკუთარი იდეების შესახებ აზრი ჰკითხეთ. შეეცადეთ, გამოცდილი ადამიანებისგან კომპეტენტური რჩევა მოისმინოთ, ეს სასურველი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.


    ლომი
    დღევანდელი დღე წაგაკამეთებთ უფროსებთან. მოერიდეთ მემკვიდრეობის საკითხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდა გაღიზიანებისა და წყენისა, არაფერი არ გამოვა. თავში მოგივათ კრეატიული აზრები.


    ქალწული
    წინ ბევრი სიურპრიზი გელი. სასიყვარულო ურთიერთობებში სერიოზული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.


    სასწორი
    აქამდე გადაუწყვეტელი ყველა საკითხი და პრობლემა თქვენ გარშემო მოიყრის თავს. მათი მოგვარება კი უამრავ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ასე რომ, არ გირჩევთ, სერიოზული ცვლილებების განხორციელებას.


    მორიელი
    საინტერესო შეხვედრა გელით. მოწყენილობისა და ერთფეროვნების კვალიც კი აღარ დარჩება თქვენს ცხოვრებაში. გამოავლინეთ თქვენი ტალანტი და გარშემომყოფები ამას აუცილებლად დაგიფასებენ.


    მშვილდოსანი
    კარიერაში თავბრუდამხვევი წინსვლაა მოსალოდნელი. ეცადეთ, იაქტიუროთ - განახორციელეთ ახალი პროექტები, დასახეთ ახალი მიზნები. ფინანსური მოგების ალბათობა დიდია.


    თხის რქა
    დაგეუფლებათ ადამიანების და სიტუაციის მართვის სურვილი. ტაქტის გამოჩენა გმართებთ და ყველაფერი თავისთავად აეწყობა.


    მერწყული
    თქვენი პოტენციალის რეალიზებისათვის დღევანდელი დღე იდეალური პერიოდია. ოჯახში მცირედი პრობლემებია მოსალოდნელი. თუ არ გსურთ საყვარელ ადამიანს დაშორდეთ, ეცადეთ, მას გაუგოთ. მხოლოდ საკუთარი სურვილებით ნუ იმოქმედებთ.


    თევზები
    დღის მეორე ნახევარი მეგობრებთან ერთად გაატარეთ, ნუ აჰყვებით ცდუნებას, არცთუ ისე ახლობელ ადამიანს გაანდოთ საიდუმლო, მით უმეტეს, თუ ის სხვას ეხება.
    514 ნახვა
    30-08-2020, 13:46