X
GOGA.TV
13
ქვეყნის მასშტაბით ბიბლიოთეკები 15 სექტემბრისთვის გაიხსნება
  • ქვეყნის მასშტაბით ბიბლიოთეკები 15 სექტემბრისთვის გაიხსნება

    ექვსთვიანი შესვენების შემდეგ, პანდემიის გამო დაკეტილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის სამკითხველო დარბაზი მკითხველებისთვის ერთ დღეში, საქართველოს მასშტაბით არსებული სხვა ბიბლიოთეკები და სამკითხველო დარბაზები კი 15 სექტემბრისთვის გაიხსნება.

    დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ხელების სპეციალური ხსნარით დამუშავება და პირბადე - უსაფრთხოების წესების დაცვა ბიბლიოთეკაში შემსვლელი ნებისმიერი პირისთვის აუცილებელი გახდება.

    რეგულაციების მიხედვით, სამკითხველო დარბაზებში ვიზიტორებს შორის დისტანცია 2 მეტრი უნდა იყოს, ასევე, იკრძალება ჯგუფურად მუშაობა. ხშირად შეხებადი ზედაპირები კი დღეში არანაკლებ სამჯერ უნდა დამუშავდეს. აუცილებელი ხდება კომპიუტერებისა და მისი აქსესუარების ყოველი გამოყენების შემდეგ დამუშავებაც.

    ასევე, ყველა ბიბლიოთეკაში საიზოლაციო ოთახის მოწყობაც სავალდებულო ხდება იმ შემთხვევებისთვის, თუ საბიბლიოთეკო სივრცეში მისულ პირს ტემპერატურა, ან ვირუსის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღმოაჩნდება.
    35 ნახვა
    30-08-2020, 22:59
    News-ები