X
GOGA.TV
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2020 წლის შემოდგომიდან სიყვარულში გაუმართებს
  • ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2020 წლის შემოდგომიდან სიყვარულში გაუმართებს

    2020 წელს სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბიც ბევ­რი გვქონ­და და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებ­მა მო­ი­ცა­ლეს. შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის პე­რი­ო­დი წინ გვაქვს და ნა­ხეთ, იქ­ნებ თქვენ ხართ ის ბედ­ნი­ე­რი, ვი­საც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა ელის.

    მე­ხუ­თე ად­გი­ლი - ქალ­წუ­ლი
    ახლა თქვე­ნი დროა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვი­საც მზად ხართ. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, რაც შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს. გირ­ჩევთ, ხან­და­ხან მა­ინც მი­ა­ტო­ვოთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­მუ­შოა ად­გი­ლი და გა­მოხ­ვი­დეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ვინც სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ფიქ­რობს, გა­უ­მარ­თლებს. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს შო­რის მო­ი­მა­ტებს ურ­თი­ერ­თპ­რე­ტენ­ზი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის მშვი­დად გან­ხილ­ვა და ერ­თად მოგ­ვა­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, ნუ მი­იყ­ვანთ შე­ლა­პა­რა­კე­ბას და­უს­რუ­ლე­ბელ ჩხუ­ბამ­დე.

    მე­ო­თხე ად­გი­ლი - თხის რქა
    რო­გორც ყო­ველ­თვის, თა­ვით ხართ ჩაფ­ლუ­ლი სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ში. ამ სფე­რო­ში ტრი­უმ­ფა­ტო­რი ხართ. თუმ­ცა, თუ მო­ინ­დო­მებთ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბით გა­გა­ხა­რებთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი თა­ვად გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ თქვენ გვერ­დით ად­გი­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ან­მა და­ი­კა­ვოს. ნუ გგო­ნი­ათ, რომ ადა­მი­ა­ნი მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლენს თქვენ მი­მართ სიმ­პა­თი­ას, მაგ­რამ თუ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და ცოტა რო­მან­ტი­კუ­ლიც იქ­ნე­ბით, მის გულს მო­ი­გებთ.

    და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ნუ და­ი­ვი­წყებთ, რომ სახ­ლში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გყავთ. მას თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ეცა­დეთ, საქ­მე­ე­ბის­გან შა­ბათ-კვი­რა გა­მო­ი­თა­ვი­სუფ­ლოთ და ერ­თად მეტი დრო გა­ა­ტა­როთ. სა­ნამ თბი­ლი ამინ­დე­ბია, მო­ი­წყვეთ ექ­სკურ­სი­ე­ბი, რო­მან­ტი­კუ­ლი უქ­მე­ე­ბი. გა­რე­მოს შეც­ვლა სა­სარ­გებ­ლოდ წა­გად­გე­ბათ.

    მე­სა­მე ად­გი­ლი - კურო
    შე­მოდ­გო­მა თავს და­გა­მახ­სოვ­რებთ ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბით, მსუ­ბუ­ქი ფლირ­ტით და რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბით. ერ­თა­დერ­თი რთუ­ლი დრო რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის პე­რი­ო­დია (10 სექ­ტემ­ბრი­დან 14 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით). ამ პე­რი­ოდ­ში უნდა მო­ე­რი­დოთ ურ­თი­ერ­თო­ბის ხმა­უ­რი­ან გარ­ჩე­ვებს. უმ­ჯო­ბე­სია, იზ­რუ­ნოთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა­ზე.

    მე­ო­რე ად­გი­ლი - კირჩხი­ბი
    ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ­ქვეყ­ნად სა­ი­მე­დო და მყარ ურ­თი­ერ­თო­ბას აფა­სებთ. სიმ­ყუდ­რო­ვე სახ­ლში და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ტკბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ბედ­ნი­ე­რებთ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით, რაც შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის შექ­მნით დაგ­ვირ­გვინ­დეს. მთა­ვა­რია, შინ არ გა­მო­ი­კე­ტოთ და ხში­რად გახ­ვი­დეთ ხალ­ხში. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ მე­უღ­ლის გვერ­დით. ესა­უბ­რეთ სა­კუ­თარ გან­ცდებ­ზე. იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მის მი­მართ. გახ­სოვ­დეთ, რომ მზრუნ­ვე­ლო­ბა თქვენ­სა­ვით მა­საც სი­ა­მოვ­ნებს.

    პირ­ვე­ლი ად­გი­ლი - თევ­ზე­ბი
    რო­გორც წესი, საქ­მე­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად არ გა­ღელ­ვებთ, რო­გორც ჰარ­მო­ნია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. მარ­თა­ლია, მუდ­მი­ვად უღ­რუბ­ლო ზეცა არ გაქვთ, მაგ­რამ სხვებ­თან შე­და­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. სექ­ტემ­ბერ­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სი და­გეხ­მა­რე­ბათ კი­დეც, რომ მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ხა­სი­ა­თი და ვნე­ბას თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭოთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში სიმ­შვი­დე და­ი­სად­გუ­რებს. აი, მარ­ტო­ხე­ლებს კი სა­ბე­დის­წე­რო ნაც­ნო­ბო­ბა ელით. თუ და­წყვი­ლე­ბუ­ლი ხართ, ურ­თი­ერ­თო­ბის მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    437 ნახვა
    31-08-2020, 00:51