X
GOGA.TV
"მოემზადეთ რომანტიკისთვის!" - ვისთვის იქნება სექტემბერი საუკეთესო პერიოდი და რა მოვლენა ელით ზოდიაქოს ნიშნებს, რომელიც 30 წელიწადში ერთხელ ხდება
  • "მოემზადეთ რომანტიკისთვის!" - ვისთვის იქნება სექტემბერი საუკეთესო პერიოდი და რა მოვლენა ელით ზოდიაქოს ნიშნებს, რომელიც 30 წელიწადში ერთხელ ხდება

    ტრა­დი­ცი­უ­ლად, თვის ბო­ლოს ვი­წყებთ მო­მა­ვა­ლი თვის დე­ტა­ლუ­რად გან­ხილ­ვას, რათა კონ­კრე­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ. სექ­ტემ­ბე­რი პლა­ნე­ტე­ბის მოძ­რა­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა (აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ სექ­ტემ­ბრი­დან ყო­ველ თვე­ში მოვ­ლე­ნე­ბის სიხ­ში­რე და სის­წრა­ფე მო­ი­მა­ტებს და ასე იქ­ნე­ბა წლის ბო­ლომ­დე) და თი­თო­ე­უ­ლი გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბას შე­ი­ტანს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ, ეს თვე ზო­გი­ერ­თზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დებს, ზოგ­ზე კი - ნაკ­ლე­ბად. თუმ­ცა, რო­გორც ყო­ველ­თვის, მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად:

    22 სექ­ტემ­ბრი­დან მზე ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­შია. ეს არის მო­სავ­ლის აღე­ბი­სა და და­ბი­ნა­ვე­ბის, ყვე­ლა­ფე­რის მო­წეს­რი­გე­ბის (საქ­მე­ე­ბი­საც და ფიქ­რე­ბი­საც) მუ­შა­ო­ბის, ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა და სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის პე­რი­ო­დი. აგ­რეთ­ვე, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მო­გინ­დე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ინ­სტრუ­მენ­ტებ­თან მუ­შო­ბა.

    თვე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით იწყე­ბა - 2 სექ­ტემ­ბერს , 9:21 სა­ათ­ზე თევ­ზე­ბის მე­თერ­თმე­ტე გრა­დუს­ში. რო­გორც უკვე იცით, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს მზე მთვა­რეს უპი­რის­პირ­დე­ბა. ანუ მზე ქალ­წულ­შია და მის მო­პირ­და­პი­რე ნი­შან­ში - თევ­ზებ­ში მთვა­რე. ამ დღეს და პლუს/მი­ნუს 2 დღეს გირ­ჩევთ, იყოთ მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბი­სას, სა­ჭეს­თან. ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნი მე­ტად დაბ­ნე­უ­ლია, უჭირს კონ­ცენ­ტრი­რე­ბა. აგ­რეთ­ვე, იმა­ტებს ემო­ცი­უ­რო­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად სექ­ტემ­ბრის ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ სი­ახ­ლე­ე­ბი, ცვლი­ლე­ბე­ბი, ინო­ვა­ცი­ე­ბი. იმის გამო, რომ გენ­დერუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი - მარ­სი (სა­კუ­თარ სახ­ლშია, აგ­რე­სი­ულ ვერ­ძში) და ვე­ნე­რა (ემო­ცი­ურ კირჩხიბ­ში, რო­მე­ლიც მუ­დამ მზა­დაა ცრემ­ლე­ბის გად­მო­საყ­რე­ლად) ერ­თმა­ნეთს "ეჩხუ­ბე­ბი­ან", ეცა­დეთ, არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ნუ გა­ცივ­დე­ბით ერ­თმა­ნე­თის მი­მართ წვრილ­მა­ნე­ბის გამო. ნუ მოს­თხოვთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, მაგ­რამ თა­ვად იყა­ვით თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მის მი­მართ.

    5 სექ­ტემ­ბერს გო­ნე­ბის მმარ­თვე­ლი, საქ­მი­ა­ნი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის, სა­დაც 27-მდე დარ­ჩე­ბა. ამ პე­რი­ო­დი­დან გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ პარტნი­ო­რებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, იქ­ნე­ბით კი­დეც მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი, რომ გა­ი­ჩი­ნოთ პარტნი­ო­რი, რო­გორც საქ­მი­ა­ნი, ასე­ვე სა­სიყ­ვა­რუ­ლო. სა­ნამ მერ­კუ­რი სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში იქ­ნე­ბა, და­ნიშ­ნეთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, გა­ა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. გა­გი­მარ­ტივ­დე­ბათ ერ­თმა­ნეთ­ზე გა­ბუ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­რი­გე­ბა. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა კლი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ უფრო ლო­ი­ა­ლუ­რი გა­გიხ­დე­ბათ.

    მო­ემ­ზა­დეთ რო­მან­ტი­კის­თვის! სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ჰარ­მო­ნი­ის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ლომ­ში გა­და­ვა 6 სექ­ტემ­ბერს და ორ ოქ­ტომ­ბრამ­დე იქ იქ­ნე­ბა. ეს არის სიყ­ვა­რუ­ლის, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის პე­რი­ო­დი, რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის, მო­ი­მა­ტებს წვე­უ­ლე­ბებ­ზე დას­წრე­ბის სურ­ვი­ლი, თუნ­დაც - თე­ატ­რში, კონ­ცერ­ტზე წას­ვლის. ად­ვი­ლად გა­ა­ბამთ სა­კუ­რორ­ტო რო­მანს, თუ შვე­ბუ­ლე­ბა­ში ხართ. იყა­ვით გუ­ლუხ­ვი კომ­პლი­მენ­ტე­ბის გა­ცე­მი­სას. მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე - საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. ვე­ნე­რა გვეხ­მა­რე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს მო­უნ­დე­ბა იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს და­უთ­ბე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. მო­უნ­დე­ბათ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა.

    ენერ­გი­ი­სა და ომის პლა­ნე­ტა მარ­სი 10 სექ­ტემ­ბერს რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­ში მოტ­რი­ალ­დე­ბა და მხო­ლოდ 14 ნო­ემ­ბერს გას­წორ­დე­ბა. მარ­სის მსვლე­ლო­ბებ­სა და მის ას­პექ­ტებ­ზე ადრე დაწ­ვრი­ლე­ბით გვე­წე­რა და ამი­ტომ, ამ მოვ­ლე­ნა­ზე აღარ შევ­ჩერ­დე­ბი. აი, გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და სა­ჩუქ­რე­ბის პლან­ტე­ბა იუ­პი­ტე­რი დი­რექ­ტულ (სწო­რად მა­ვა­ლი) სვლას და­უბ­რუნ­დე­ბა 13 სექ­ტემ­ბერს. თუმ­ცა, 8-14 ოქ­ტომ­ბერს, ცოტა რთუ­ლი პე­რი­ო­დია და გაფრ­თხილ­დით. კონ­კრე­ტუ­ლად, შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს კავ­ში­რე­ბი უცხო­ე­ლებ­თან. ნუ და­გეგ­მავთ გრან­დი­ო­ზულ პრო­ექ­ტებს. სხვა პე­რი­ოდ­ში კი თა­მა­მად შეძ­ლებთ გა­ფარ­თო­ე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას, თქვე­ნი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნას, თქვე­ნი ბრენ­დის წარ­დგე­ნა-გან­ვი­თა­რე­ბას. მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით აი­მაღ­ლებთ რე­პუ­ტა­ცი­ას, გახ­დე­ბით მე­ტად გავ­ლე­ნი­ა­ნი.

    17 სექ­ტემ­ბერს , 15:01-ზე ვე­ლო­დე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბას ქალ­წუ­ლის ოც­და­მე­ექ­ვსე გრა­დუს­ში. ეს არის მზი­სა და მთვა­რის შე­ერ­თე­ბის დღეს. სა­სი­ა­მოვ­ნო ისაა, რომ ცუდი ას­პექ­ტე­ბი ცო­ტაა. თუმ­ცა, ახალ და ხან­გრძლივ საქ­მე­ებს ვერ და­ი­წყებთ, სწავ­ლის და­წყე­ბას ამ პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ, რად­გან ცაზე მერ­კუ­რი-იუ­პი­ტე­რის ანუ მოს­წავ­ლი­სა და პე­და­გო­გის და­ძა­ბუ­ლი შე­ჯა­ხე­ბაა. აგ­რეთ­ვე, ეს ას­პექ­ტი შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე თქვენ­სა და იმ ადა­მი­ანს შო­რის, ვი­საც ავ­ტო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნევ­დით. შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ჭირ­დეთ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თა­ნაც. და­ე­ლო­დეთ, უკე­თეს პე­რი­ოდს ახა­ლი საქ­მე­ე­ბის დას­წყე­ბად. კი­დევ ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა, ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე ერთი დღით ადრე, მთვა­რის ოც­და­მე­ცხრე დღეს არ გირ­ჩევთ და არ და­გეგ­მოთ არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი. ახალმთვა­რე­ო­ბის მოვ­ლე­ნებ­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვრცე­ლი სტა­ტია გვექ­ნე­ბა.

    ახლა მოკ­ლედ ორ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენტზე:
    22 სექ­ტემ­ბერს , 17:30-ზე იქ­ნე­ბა შე­მოდ­გო­მის ბუ­ნი­ა­ო­ბა . ასე­თი წერ­ტი­ლი სულ ოთხი გვაქვს. შე­მოდ­გო­მის ბუ­ნი­ა­ო­ბა გან­სა­ზღვრავს მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზამ­თრის ბუ­ნი­ა­ო­ბამ­დე გვექ­ნე­ბა. 27 სექ­ტემ­ბერს მერ­კუ­რი მო­რი­ე­ლის ნი­შანს ეს­ტუმ­რე­ბა 28 ოქ­ტომ­ბრამ­დე . ყო­ჩა­ღი მერ­კუ­რი სექ­ტემ­ბერ­ში ორ ნი­შანს გა­ი­ბენს. თუმ­ცა, მო­რი­ელ­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი პე­რი­ო­დი მო­უ­წევს, სას­წორ­ში დაბ­რუნ­დე­ბა და ისევ გა­აგ­რძე­ლებს სვლას. უნდა ვთქვათ, რომ მო­რი­ელ­ში მოხ­ვედ­რი­ლი მერ­კუ­რი მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ხდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, იმის მი­მართ, რაც და­ფა­რუ­ლია. მის­თვის ტყუ­ი­ლის თქმა ან მისი მო­ტყუ­ე­ბა ფაქ­ტი­უ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. აინ­ტე­რე­სებს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი. მას რენდგე­ნის მზე­რა აქვს და შერ­ლოკ ჰოლმსი­ვით შე­უძ­ლია ცალ­კე­უ­ლი დე­ტა­ლის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა. სა­ნამ მერ­კუ­რი მო­რი­ელ­ში იქ­ნე­ბა, სწორ სვლა­ში, გირ­ჩევთ მო­აგ­ვა­როთ სა­ბან­კო საქ­მე­ე­ბი. ეს აგ­რეთ­ვე ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია ფუ­ლის ინ­ვეს­ტი­ცი­ი­სა და და­ბან­დე­ბის­თვის.

    და­ბო­ლოს, შე­ზღუდ­ვე­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი 29 სექ­ტემ­ბერს დი­რექ­ტულ სვლას და­უბ­რუნ­დე­ბა და თხის რქის ოც­და­მე­ექ­ვსე გრა­დუსს და­უბ­რუნ­დე­ბა. თქვენ კი­დევ გაქვთ დრო, რომ და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, გა­კე­თოთ ის, რაც ადრე გქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, გა­მო­ას­წო­როთ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი. რო­გორც კი სა­ტურ­ნი გას­წორ­დე­ბა, ახა­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოთ, გეგ­მა და გრა­ფი­კი უნდა შე­ად­გი­ნოთ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც იმოქ­მე­დებთ. და­ახ­ლო­ე­ბით 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ტურ­ნი თხის რქა­ში იყო. ეს საკ­მა­ოდ დიდი დროა, ასე­თი დიდხ­ნი­ა­ნი ვი­ზი­ტი 30 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა. ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი საკ­მა­ოდ მკაც­რად გრძნობ­დნენ მის გავ­ლე­ნას, სა­ტურ­ნი სიმ­კაც­რე და აკ­რძალ­ვე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით, თა­ვი­სი შვი­ლე­ბი­სად­მი. სა­ტურ­ნი ორი­ვე ნიშ­ნის: თხის რქი­სა და მერ­წყუ­ლის მმარ­თვე­ლია. 17 დე­კემ­ბერს სა­ტურ­ნი სწო­რედ მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ეს­ტუმ­რე­ბა. ცოტა გა­ვუს­წროთ მოვ­ლე­ნებს და გე­ტყვით, რომ 21 დე­კემ­ბერს ეპო­ქა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა გვე­ლო­დე­ბა - სა­ტურ­ნი იუ­პი­ტერს შე­ურთდე­ბა მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, პირ­ველ გრა­დუს­ში . ასე­თი მოვ­ლე­ნა 20 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა.

    რას მოგ­ვცემს პლა­ნე­ტე­ბის შე­ერ­თე­ბა?
    ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მო­მა­ვალ­თან, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან, ინო­ვა­ცი­ებ­თან, აღ­მო­ჩე­ნებ­თან, გა­მო­გო­ნე­ბებ­თან, თა­ნა­მედ­რო­ვე კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­თან მე­ტად იქ­ნე­ბა აქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი. იქ კი, სა­დაც სა­ტურ­ნი მო­დის, ყველ­გან ამ­ყა­რებს თა­ვის წეს­რიგს. გირ­ჩევთ, იყოთ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, რათა სა­ტურ­ნის­გან დაბ­რკო­ლე­ბა არ მი­ი­ღოთ, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა გეგ­მებს, გირ­ჩევთ, თი­თო­ე­ულ პუნ­ქტზე მოქ­მე­დე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი გქონ­დეთ.

    გი­ლო­ცავთ ყვე­ლას, ვი­საც ამ პე­რი­ოდ­ში გაქვთ და­ბა­დე­ბის დღე. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, შრო­მის და­ფა­სე­ბას და გირ­ჩევთ, სხვე­ბის მოვ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­კუ­თარ თავ­ზეც იზ­რუ­ნოთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    428 ნახვა
    31-08-2020, 00:56