X
GOGA.TV
13
  • არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება

    არჩევნების დანიშვნის შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა და საზოგადოებას მიმართა:

    "დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს.

    საპარალამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

    მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად.

    დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის.

    ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას.

    ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზოგადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ; სწორედ ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნები.

    ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ.

    30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველომ ჩაატარა უკვე მაშინაც დემოკრატიული არჩევნები.
    ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე როგორც უკიდურესად დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ეს შეგვიძლია!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
    42 ნახვა
    31-08-2020, 08:25