X
GOGA.TV
13
  • ქართული ოქნების ოფისის კლასტერი გაიზარდა

    მმართველი პარტიის თანამშრომლების კლასტერი გაიზარდა. მას შემდეგ, რაც 30 აგვისტოს კორონავირუსი დაუდასტურდა "ქართული ოცნების" ოფისის საწყობის თანამშრომელ ქალს, ვირუსი აღმოაჩნდა მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს, რომელთაგან 2 "ქართული ოცნების" ოფისის თანამშრომელია. მათ შორის არიან დამლაგებელი და სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი.

    მიმდინარეობს პარტიის წევრების შემოწმება. PCR ტესტირება ჩაუტარდათ ლიდერებს. ამ დროისთვის, ყველა პასუხი უარყოფითია.

    თვითიზოლაციაში რჩება არჩილ თალაკვაძე, რადგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს. გუშინვე დაუდასტურდა ვირუსი სახელმწიფო დაცვის სამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელმაც სიმპტომებით რუსთავის ცხელების ცენტრს მიმართა.

    დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით სახელმწიფო დაცვის კიდევ ერთი თანამშრომელია ინფიცირებული.

    "ჩვენ ახალი შემთხვევა დაგვიდასტურდა ორ ლოკაციაზე, ეს გახლავთ "ქართული ოცნების" სათაო ოფისში, სადაც სამეურნეო მუშაკს დაუფიქსირდა და, შემდგომ, მისი კონტაქტები აქტიურად იქნა გამოკვლეული. გუშინწინ და გუშინ ჩვენ გამოვიკვლიეთ, დაახლოებით 240-მდე კონტაქტირებული პირი და მათგან 5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

    მეორეს მხრივ, საყურადღებოა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში აღმოჩენილი ერთი შემთხვევა, რომელიც დაგვიდასტურდა რუსთავის საავადმყოფოში. ცხელებით შესული პიროვნება, რომელიც მუშაობდა დაცვის სპეციალურ სამსახურში და მასთან დაკავშირებული 2კონტაქტში იქნა დადასტურებული შემთხვევა, ერთ-ერთი გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრი და, ამიტომ, ბატონი არჩილი ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში გადავიდა,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
    75 ნახვა
    31-08-2020, 08:21