X
GOGA.TV
13
  • შალვა ნათელაშვილს სქესობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს

    "ლეიბორისტულ პარტიას" სქესობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

    პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ქალიც და კაციც თანაბარი უნდა იყოს როგორც ქორწინებაში, ასევე პენსიის დროსაც. მისივე განცხადებით, თუ ქალები პენსიაში 60 წლის ასაკში გადიან, კაცები არ უნდა იყვნენ უმცირესობაში, რადგან ეს უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს.

    "ქალბატონები პენსიაზე გადიან 60 წლის, ხოლო კაცები 65 წლის. აღნიშნული უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, რომ დაუშვებელია დისკრიმინაცია ენის, კანის ფერის, სქესის და სხვა მონაცემების მიხედვით. ამიტომ, ჩვენ შეგვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
    48 ნახვა
    31-08-2020, 08:32