X
GOGA.TV
13
1 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 1 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს რომანტიკულ თავგადასავლებზე უარი არ თქვათ. ურთიერთობების გასარკვევად ეს დღე იდეალურია. კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს ერიდეთ.


    კურო
    დღის დასაწყისი ფრიად წარმატებულია კოლექტიური სამუშაოებისთვის. ოჯახში ურთიერთბების სრული ჰარმონია დამკვიდრდება. საღამოს დიდია ტრავმების ალბათობა.


    ტყუპები
    დღის ბოლოს სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად და თქვენ დიდ წარმატებას მიაღწევთ.


    კირჩხიბი
    დღეს ფინანსური ოპერაციებისთვის არახელსაყრელი დღეა. საქმიან მოლაპარაკებებზე კომპრომისზე მოგიწევთ წასვლა. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ.


    ლომი
    დღევანდელი დღე არაა ხელსაყრელი უფროსებთან ურთიერთობისათვის, მშობლები დაიწყებენ დაჟინებას, მათ დარწმუნებას არა აქ აზრი. თქვენ აგაღელვებთ მატერიალური ხასიათის საკითხები. ვარსკვლავები შეგახსენებთ იმის შესახებ, რომ საჭიროა მშობლების მონახულება. საღამოს ელოდეთ სასიამოვნო სტუმრებს.


    ქალწული
    აქამდე გადაუწყვეტელი ყველა საკითხი და პრობლემა თქვენ გარშემო მოიყრის თავს. მათი მოგვარება კი უამრავ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ასე რომ, არ გირჩევთ, სერიოზული ცვლილებების განხორციელებას.


    სასწორი
    თქვენი აქტიურობა დღეს მაქსიმუმს მიაღწევს. კარგი იქნება, თუ იმიჯს შეიცვლით. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა იზრდება, ამიტომ აკონტროლეთ სიტყვები.


    მორიელი
    წინ საკმაოდ ენერგიული დღე გელით. ერიდეთ კონფლიქტებს. საშუალება მოგეცემათ, ყველაზე რთული დავალებაც კი მარტივად გადაწყვიტოთ.


    მშვილდოსანი
    დღე ჩაივლის ეფექტურად, თუ თქვენ პოტენციალს გამოავლენთ საქმეში, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან არასახარბიელოდ შეიძლება დამთავრდეს, რომელიღაც თქვენგანი მიიღებს გადაწყვეტილებას დაშორებაზე.


    თხის რქა
    დღეს აქტიურობა უნდა გამოიჩინოთ. გელით წარმატება ბიზნესში, შემოქმედებით საქმიანობასა და სასიყვარულო ურთიერთობაში. საღამოს მოსალოდნელი კონფლიქტის გამო გაგიუარესდებათ ემოციური მდგომარეობა. გირჩევთ, თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან გაატაროთ.


    მერწყული
    თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა. ერიდეთ კონფლიქტებს. დღევანდელი დღე წარმატებული იქნება თქვენთვის. იდეალური პერიოდია ცხოვრების მოსაწყობად.


    თევზები
    გექნებათ პირობები მატერიალური ბაზის შექმნის და გამყარებისთვის, ასევე ნათესავები შეძლებენ თქვენი შრომის ნაყოფის გამოყენებას. თუმცა ამ მიმართულებით მოგიწევთ ფუნდამენტის ჩაყრა, მუშაობა დიდხანს და დაჟინებით.
    517 ნახვა
    31-08-2020, 13:21