X
GOGA.TV
13
წარმატებისა და ძალაუფლებისთვის დაბადებული 4 მამაკაცი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • წარმატებისა და ძალაუფლებისთვის დაბადებული 4 მამაკაცი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნე­ბის­მი­ე­რი მა­მა­კა­ცის ორ­გა­ნუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა იყოს ლი­დე­რი და იწ­ვევ­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ში. თუმ­ცა­ღა სურ­ვი­ლი ერ­თია, ხოლო მისი შეს­რუ­ლე­ბის გზე­ბი და მონ­დო­მე­ბა კი­დევ სხვა. ამი­ტომ ზო­გი­ერ­თი მამ­რის ოც­ნე­ბა, ოც­ნე­ბად­ვე რჩე­ბა ან სხვა­დას­ხვა სა­ხის კომ­პლექ­სე­ბი უშ­ლის მას ხელს იმა­ში რომ შედ­გეს რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ისე­თე­ბიც არ­სე­ბო­ბენ ვი­საც კა­რი­ე­რა­ზე და ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე მე­ტად ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა იზი­დავს და ხში­რად გან­სა­კუთ­რე­ბულ დის­კომ­ფორ­ტს სუ­ლაც არ გა­ნიც­დის თუკი მე­უღ­ლე ან საყ­ვა­რე­ლი ქალი, მას­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა­ღა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვი­თაც არ­სე­ბობს ე.წ "წარ­მა­ტე­ბუ­ლი" და "კა­რი­ე­რის­ტი" მა­მა­კა­ცე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცია. ეს ის ხალ­ხია ვი­საც ბავ­შვო­ბის ასა­კი­დან­ვე გა­აჩ­ნია საკ­მა­რი­სი სი­ჯი­უ­ტე, მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა და მოთ­მი­ნე­ბა სა­ი­მი­სოდ რომ მო­მა­ვალ­ში არამ­ხო­ლოდ თა­ვად, მის­მა მშობ­ლებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მაც ია­მა­ყონ მისი პრო­ფე­სი­უ­ლი თუ თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მიღ­წე­ვე­ბით

    თხის რქა - და­ბა­დე­ბი­დან­ვე არა­ბავ­შვუ­რად სე­რი­ო­ზუ­ლი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და პრინ­ცი­პუ­ლია. გა­სა­ო­ცა­რი სი­ა­მა­ყე, პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სი­ჯი­უ­ტე გა­აჩ­ნია რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს წლე­ბის მან­ძილ­ზე იშ­რო­მოს მუხლჩა­უხ­რე­ლად სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის და თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სი­მაღ­ლის მი­საღ­წე­ვად.

    ლომი - პა­ტა­რა ასა­კი­დან ავ­ლენს მე­ფურ მა­ნე­რებს, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა რომ მოს­წონს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა და მუდ­მი­ვად ცდი­ლობს თა­ნა­ტო­ლებ­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცია და­იმ­კვიდ­როს. თუკი მისი აღ­ზრდი­სას სწო­რი პრინ­ცი­პე­ბით იხელ­მძღვა­ნე­ლეს მშობ­ლებ­მა (ას­წავ­ლეს სხვე­ბის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვა და დიპ­ლო­მა­ტია) სა­მო­მავ­ლოდ მის­გან ბრწყინ­ვა­ლე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, გუ­ლუხ­ვი, დი­სუ­ლო­ვა­ნი შეფი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლი დგე­ბა.

    მო­რი­ე­ლი - მსგავ­სად ლო­მი­სა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მას­შიც დიდი დო­ზი­თაა. თუმ­ცა მო­რი­ე­ლი გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ში პა­ტი­ვის­ცე­მის მო­პო­ვე­ბას და ლი­დე­რულ პო­ზი­ცი­ებს იდუ­მა­ლე­ბით, სტრა­ტე­გი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რით და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უნი­კა­ლუ­რი ნი­ჭით ახერ­ხებს. მან ყო­ველ­თვის ზუს­ტად იცის სხვი­სი "სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი" რის ხარ­ჯზეც მარ­ტი­ვად იკ­ვა­ლავს გზას კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე.

    ვერ­ძი - მი­ზან­სწრა­ფუ­ლი, უზო­მოდ ენერ­გი­უ­ლი და აქ­ტი­უ­რი ინ­დი­ვი­დია. არ ეში­ნია სირ­თუ­ლე­ე­ბის და ყო­ველ­თვის ეძებს ახალ, ჯერ კი­დევ აუთ­ვი­ე­სე­ბელ სფე­რო­ებს ან პრო­ფე­სი­ებს სა­დაც ოს­ტა­ტუ­რად ეხერ­ხე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა და პი­ო­ნე­რის რო­ლის მორ­გე­ბა. მისი ოპ­ტი­მიზ­მი და­უშ­რე­ტე­ლი და ულე­ვია, გამ­ძლე­ო­ბა და სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი კი გა­დამ­დე­ბი. ამი­ტომ ვერ­ძე­ბი არამ­ხო­ლოდ კარ­გი უფ­რო­სე­ბი არი­ან, სხვებ­საც ხში­რად უქ­მნი­ან წინსვლის მო­ტი­ვა­ცი­ას სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    377 ნახვა
    10-09-2020, 00:09