X
GOGA.TV
13
TOP-სამი მამაკაცი, რომელთან დაშორებაც ქალისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს
  • TOP-სამი მამაკაცი, რომელთან დაშორებაც ქალისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს

    ბოლო პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე საკ­მა­ოდ გახ­შირ­და მა­მა­კა­ცე­ბის მხრი­დან ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი. ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს აქვს სა­კუ­თა­რი ახ­სნა და მი­ზე­ზი. ას­ტრო­ლო­გე­ბი მა­მა­კა­ცებს სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ტი­პე­ბად ყო­ფენ. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ მათ­განს გა­აჩ­ნია კონ­კრე­ტუ­ლად მის­თვის დამ­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქცე­ვის მა­ნე­რა და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ქალ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. ზო­გი­ერ­თის­თვის თუ სიყ­ვა­რუ­ლი მე­გობ­რო­ბას­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, ზოგს ამ გრძნო­ბას­თან ხში­რად ტან­ჯვა და მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბი აქვს გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. მე გა­დავ­წყვი­ტე ზო­გა­დი სტა­ტის­ტი­კა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ იმ მა­მა­კა­ცე­ბი­სა, რომ­ლებ­თან გან­შო­რე­ბაც ყვე­ლა­ზე ხში­რად ხდე­ბა ქა­ლის­თვის პრობ­ლე­მე­ბის სა­თა­ვე და ხან­გრძლი­ვი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის მი­ზე­ზი.

    მშვილ­დო­სა­ნი - რაც არ უნდა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, სწო­რედ მშვილ­დო­სა­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ე.წ. "ყო­ფი­ლის" როლ­ში ყვე­ლა­ზე დიდ თა­ვის ტკი­ვი­ლის სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. საქ­მე იმა­შია, რომ ზუს­ტად ეს "ყო­ფი­ლის" სტა­ტუ­სი და წარ­სულ დრო­ში მოხ­სე­ნი­ე­ბის პრი­ვი­ლე­გია აღი­ზი­ა­ნებს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კაცს. მა­შინ როცა ურ­თი­ერ­თო­ბის სტა­ბი­ლურ ეტაპ­ზე იგი ხში­რად აძ­ლევს თავს უფ­ლე­ბას უღა­ლა­ტოს პარტნი­ორს ან მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გა­ტა­ცე­ბე­ბით მა­ინც გა­ირ­თოს თავი პა­რა­ლე­ლუ­რად. თუმ­ცა, საკ­მა­რი­სია მან სა­ბო­ლო­ოდ და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­ა­ნამ­დვი­ლოს რომ ქალ­მა მის გა­რე­შე გა­და­წყვი­ტა ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, მით უმე­ტეს ამ ახალ ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბაც იპოვ­ნა, რომ მშვილ­დო­სა­ნი უმალ შუ­რის­მა­ძი­ე­ბელ, მო­მა­ბეზ­რე­ბელ გეს­ტა­პოდ იქ­ცე­ვა, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლის ცხოვ­რე­ბას ჯო­ჯო­ხე­თად აქ­ცევს გა­მუდ­მე­ბუ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბი­თა და გა­მოხ­ტო­მე­ბით.

    რჩე­ვა - იგი ისე უნდა მი­ა­ტო­ვოთ, რომ ეგო­ნოს თით­ქოს თა­ვად წა­ვი­და თქვენ­გან. მი­ა­ნი­ჭეთ მას ამის სი­ა­მოვ­ნე­ბა, იყა­ვით აუ­ტან­ლად მომ­თხოვ­ნი, კა­ტე­გო­რი­უ­ლი და ზედ­მე­ტად პირ­და­პი­რი მას­თან. ვეჭ­ვობ, ასეთ ქალ­თან დაბ­რუ­ნე­ბა მან სა­მო­მავ­ლოდ ოდეს­მე მო­ინ­დო­მოს.

    კირჩხი­ბი - ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ყუ­რა­დღე­ბის, სი­ნა­ზი­სა და ზრუნ­ვის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. შე­უძ­ლია დღე­ში ათ­ჯერ მო­ი­კი­თხოს თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და გან­წყო­ბა. არც ის და­ე­ზა­რე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს ვახ­შა­მიც კი მო­გიმ­ზა­დოთ სა­კუ­თა­რი ხე­ლით, თუ თქვენ დაღ­ლი­ლო­ბას მო­ი­მი­ზე­ზებთ. თუმ­ცა თან­და­თან კირჩხი­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბა უჰა­ე­რო ოთახ­ში გა­მო­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას ემ­სგავ­სე­ბა. იგი დღი­თი დღე უფრო და უფრო მე­ტად შე­ეც­დე­ბა გა­გა­კონ­ტრო­ლოთ და ზრუნ­ვა-სიყ­ვა­რუ­ლის კო­რი­ან­ტე­ლი გად­მო­გაფ­რქვი­ოთ თავ­ზე. მაგ­რამ რო­გორც კი თქვენ მის მი­ტო­ვე­ბას და სუფ­თა ჰა­ერ­ზე სუნ­თქვას გა­და­წყვეტთ, იგი ის­ტე­რი­კებს გა­გი­მარ­თავთ. საქ­მე­ში ჩა­რევს მე­გობ­რებს, მე­ზობ­ლებს, სა­ნა­თე­სა­ოს, კო­ლე­გებს და პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­საც კი. მო­ი­თხოვს ნა­ჩუ­ქა­რი ნივ­თე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას და კომ­პენ­სა­ცი­ას გა­წე­უ­ლი მო­რა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი მზრუნ­ვე­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით არც არა­ფერ­ში გჭირ­დე­ბო­დათ. გახ­სოვ­დეთ, კირჩხი­ბებს წარ­სულ­ში ცხოვ­რე­ბა უყ­ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, თქვენს ყო­ფილს საკ­მა­ოდ დიდი დრო და ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ სი­ტყვა "ჩვენ" აწ­მყო დრო­ში აღარ აღიქ­ვას და მო­მა­ვა­ლი თქვენ გა­რე­შე წარ­მო­იდ­გი­ნოს.

    რჩე­ვა - ამ კა­ცის სუს­ტი წერ­ტი­ლი მისი ოჯა­ხია, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მერ­თებს იგი დე­დას. შე­ე­ცა­დეთ პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ამ ადა­მი­ან­თან გა­ა­ფუ­ჭოთ ურ­თი­ერ­თო­ბა. თუკი დე­დის მხრი­დან კირჩხი­ბი თქვენ შე­სა­ხებ ცუდ რე­კო­მენ­და­ცი­ას მო­ის­მენს, დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­მუ­და­მოდ და­გა­ნე­ბებთ თავს.

    მო­რი­ე­ლი - ალ­ბათ ყვე­ლა­ზე რთუ­ლად მო­სა­შო­რე­ბე­ლი და სა­ში­ში პარტნი­ო­რია ამ­ქვეყ­ნად. მო­რი­ე­ლი ბუ­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლის­ტი და შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლია. წე­სებს იგი არა­სო­დეს ემორ­ჩი­ლე­ბა, ან იცავს მა­ნამ, სა­ნამ ისი­ნი მის ში­ნა­გან, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ფი­ლო­სო­ფი­ას არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­გვა­რი მამ­რის­გან ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა ელო­დოს ქალი. ყვე­ლა­ზე მე­ტად მის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას მტკივ­ნე­უ­ლად უარ­ყო­ფი­ლის როლი ეხე­ბა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­ზე­ზით უარ­ყო­ფენ მას, მო­რი­ელს სიყ­ვა­რუ­ლიც და სი­ძულ­ვი­ლიც ერ­თნა­ი­რი დო­ზით შე­უძ­ლია, შუ­ა­ლედს იგი ვე­რა­სო­დეს პო­უ­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტი­დან, შუ­რის­ძი­ე­ბის საგ­ნად იქე­ცით ვე­რაფ­რით მო­ის­ვე­ნებს, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ გა­გა­ნად­გუ­რებთ. ერ­თა­დერ­თი გზა მისი მრის­ხა­ნე­ბის შე­სა­კა­ვებ­ლად არის ის, რომ მის­თვის ინ­ტე­რე­სის ობი­ექტს აღარ წარ­მო­ად­გენ­დეთ ან თა­ვად დარ­წმუნ­დეს თქვენს ცუ­დად ყოფ­ნა­ში. თუკი მისი უშუ­ა­ლო ჩა­რე­ვის გა­რე­შეც გა­გაჩ­ნი­ათ პრობ­ლე­მე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში, მო­რი­ელ­მა შე­საძ­ლოა გული შო­რი­დან მა­ყუ­რებ­ლის რო­ლით მო­ი­ფხა­ნოს და თა­ვად ნაკ­ლე­ბად შე­ი­წუ­ხოს თავი ჩა­რე­ვის­გან.

    რჩე­ვა - რომ დამ­შვიდ­დეს ან ძა­ლი­ან ცუ­დად უნდა გნა­ხოთ, ან უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ მისი არა­სო­დეს შე­გე­შინ­დე­ბათ. იყა­ვით ამა­ყი, მა­მა­ცი და ძლი­ე­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნი. არა­სო­დეს მო­უ­ხა­დოთ ბო­დი­ში, ეთა­მა­შეთ სა­მარ­თლი­ა­ნად. ადრე თუ გვი­ან იგი ამას აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ფა­სებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    327 ნახვა
    11-09-2020, 00:35