X
GOGA.TV
13
როგორ ქალზე ოცნებობს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული მამაკაცი
  • როგორ ქალზე ოცნებობს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული მამაკაცი

    ნე­ბის­მი­ერ მა­მა­კაცს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ბუ­ნე­ბით პო­ლი­გა­მი­უ­რი ტი­პა­ჟია იგი თუ გა­მოკ­ვე­თი­ლი მე­ო­ჯა­ხე, სა­კუ­თარ წარ­მო­სახ­ვა­ში გა­აჩ­ნია იდე­ა­ლუ­რი ქა­ლის მო­დე­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირ­ჩევს იგი ცხოვ­რე­ბა­ში პარტნი­ო­რებს, რო­გორც მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ფლირ­ტის­თის, ისე სა­მო­მავ­ლოდ, ხან­გრძლი­ვი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­მა­კაცს იმის მი­ხედ­ვით თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, სა­ოც­ნე­ბო ქა­ლის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტე­რე­ო­ტი­პი ახა­სი­ა­თებს.

    მა­მა­კა­ცი ვერ­ძი ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნია მე­წყვი­ლის მი­მართ. მას სურს გვერ­დით ჰყავ­დეს ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი, პრინ­ცი­პუ­ლი, გულ­წრფე­ლი, რა­ღა­ცით ინ­ფან­ტი­ლუ­რი, თუმ­ცა ერ­თგუ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქალი, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­აჩ­ნდეს იუ­მო­რის გრძნო­ბა. ვერ­ძი ვი­ზუ­ა­ლუ­რად სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის, მუქთ­მი­ა­ნი ქა­ლით მო­ი­ხიბ­ლე­ბა, რო­მელ­საც მომრგვა­ლე­ბუ­ლი ქა­ლუ­რი ფორ­მე­ბი და სავ­სე ტუ­ჩე­ბი უნდა ჰქო­დეს აუ­ცი­ლებ­ლად.

    მა­მა­კა­ცი კურო რომ მო­ხიბ­ლოს, ქალს მა­სა­ვით უნდა უყ­ვარ­დეს კომ­ფორ­ტი, სიმ­შვი­დე და ჰარ­მო­ნია. კურო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, სტა­ბი­ლუ­რი, სა­ი­მე­დო, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ძლი­ე­რი გრძნო­ბის მქო­ნე ქა­ლე­ბით იხიბ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, გახ­სოვ­დეთ, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე მე­ტად, კურო საყ­ვა­რელ ქალ­ში კუ­ლი­ნა­რი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აფა­სებს. ვი­ზუ­ა­ლუ­რად კი სავ­სე მკერ­დის მქო­ნე, ხორ­ბლის­ფე­რი ქა­ლე­ბი ხიბ­ლავს, მშვი­დი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბი­თა და მე­ლო­დი­უ­რი ხმის ტემ­ბრით.

    მა­მა­კა­ცი ტყუ­პი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­ში მოჰ­ყავს მე­გობ­რულ, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლურ, გუ­ლუხვ, ერუ­დი­რე­ბულ და დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნებს. ტყუ­პის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვერ­დით ჰყავ­დეს მე­წყვი­ლე, რო­მელ­საც ოპ­ტი­მის­ტუ­რი ხედ­ვა გა­აჩ­ნია ცხოვ­რე­ბა­ზე. მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა თუ საყ­ვა­რე­ლი ქალი კარ­გად ცეკ­ვავს, მღე­რის ან სუ­ლაც ხატ­ვა ეხერ­ხე­ბა. ვი­ზუ­ა­ლუ­რად გამ­ხდა­რი, სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი, მუქთ­მი­ა­ნი ქალი მოს­წონს. რო­მელ­თაც მო­ცეკ­ვა­ვე ნა­ბი­ჯე­ბით სი­ა­რუ­ლი ახა­სი­ა­თებთ და გა­დამ­დე­ბი ღი­მი­ლი აქვთ.

    მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბი ცხოვ­რე­ბის მე­წყვი­ლედ ეძებს ქალს, რო­მელ­საც აქვს უნა­რი ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯოს მის­თვის და თავი ოჯახს მი­უ­ძღვნას. მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ქალი პირ­ველ რიგ­ში მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე უნდა იყოს. გარ­და ამი­სა, მას გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის კე­თე­ბა და სახ­ლში სიმ­ყუდ­რო­ვის შექ­მნაც უნდა ეხერ­ხე­ბო­დეს. ვი­ზუ­ა­ლუ­რად სა­სურ­ვე­ლია იყოს ქერა, თეთ­რი კა­ნით. აუ­ცი­ლებ­ლად სა­შუ­ა­ლო­ზე დიდი მკერ­დით და სხე­უ­ლის ფუმ­ფუ­ლა ფორ­მე­ბით. ზო­გა­დად კირჩხიბ მა­მა­კა­ცებს ე.წ. "დე­დის ტი­პის" ქა­ლე­ბი იზი­დავთ. ამი­ტომ თუ კირჩხი­ბი მა­მა­კა­ცის მო­ხიბ­ვლა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, პირ­ველ რიგ­ში დე­და­მის­თან ნაც­ნო­ბო­ბის თა­და­რი­გი უნდა და­ი­ჭი­როთ.

    მა­მა­კა­ცი ლომი მხი­ა­რუ­ლი, გულ­ღია, ბავ­შვუ­რი და ოპ­ტი­მის­ტი ქა­ლე­ბით იხიბ­ლე­ბა. მისი სა­ოც­ნე­ბო ქალი ასე­ვე აქ­ტი­უ­რი, დი­ნა­მი­კუ­რი ცხოვ­რე­ბით უნდა ცხოვ­რობ­დეს. უნდა იყოს გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ისე ჩაც­მის სტი­ლით. თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად, ლომი ზედ­მეტ ვულ­გა­რუ­ლო­ბა­სა და სი­თა­მა­მეს ვერ აი­ტანს მის იმი­ჯში. მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა კი, რაღა თქმა უნდა, ერ­თგუ­ლე­ბის უნა­რი და თბი­ლი გუ­ლია. ლომს გა­რეგ­ნუ­ლად ნაზი, ში­ნა­გა­ნად მა­მა­ცი და ბავ­შვუ­რად მი­ა­მი­ტი ქა­ლე­ბი მოს­წონს. ხში­რად უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ქერა, სიფ­რი­ფა­ნა ქალ­ბა­ტო­ნებს.

    მა­მა­კაც ქალ­წულს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ქა­ლე­ბი იზი­დავს. მისი მო­სა­წო­ნი ქალი გამ­ჭრი­ა­ხი ჭკუ­ით, წინ­და­ხე­დუ­ლე­ბი­თა და მოქ­ნი­ლო­ბით უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს. იგი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად ეძებს ქალს, რო­მე­ლიც მას ბევ­რი ახ­სნა გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე, რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით გა­უ­გებს. ქალ­წუ­ლის მო­სა­წო­ნი ქალ­ბა­ტო­ნი, ზედ­მე­ტად თვალ­ში­სა­ცე­მი იმი­ჯით არ უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს. თუმ­ცა, ქალ­წუ­ლი პა­ტივს სცემს გე­მოვ­ნე­ბით შე­მო­სილ ქა­ლებს. იგი უმე­ტე­სად სა­შუ­ა­ლო აღ­ნა­გო­ბის, მუქთ­მი­ა­ნი ქა­ლე­ბით იხიბ­ლე­ბა.

    მა­მა­კა­ცი სას­წო­რის­თვის სა­ოც­ნე­ბო ქალი მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ნაზი, გა­მორ­ჩე­უ­ლად ქა­ლუ­რი მა­ნე­რე­ბის მქო­ნე და მზრუნ­ვე­ლი ტი­პა­ჟი უნდა იყოს. მას ასე­ვე უნდა შე­ეძ­ლოს მის­თვის სტი­მუ­ლის მი­ცე­მა და წა­ხა­ლი­სე­ბა სხვა­დას­ხვა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. იგი ეძებს ქალს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ერ­თდრო­უ­ლად იყოს მზრუნ­ვე­ლიც, მაც­დუ­რიც და კარ­გი კომ­პა­ნი­ო­ნიც, რო­გორც საქ­მე­ში, ისე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას. ვი­ზუ­ა­ლუ­რად მოს­წონს ორი­გი­ნა­ლუ­რი ჩაც­მის სტი­ლის მქო­ნე, დახ­ვე­წი­ლი, თუმ­ცა, არა­გა­მომ­წვე­ვი იმი­ჯის ქა­ლე­ბი, რო­მელ­თაც კარ­გად ეხერ­ხე­ბათ სა­მოს­სა და აქ­სე­სუ­ა­რებ­ში ფე­რე­ბის შე­ხა­მე­ბა.

    მა­მა­კა­ცი მო­რი­ე­ლის­თვის სა­ოც­ნე­ბო ქალი ერ­თდრო­უ­ლად უნდა იყოს მა­მა­ცი, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი, გა­მოკ­ვე­თი­ლად სექ­სუ­ა­ლუ­რი და ცოტა ხუ­ლი­გა­ნი. რომ­ლე­საც ასე­ვე შე­უძ­ლია უპი­რო­ბო ერ­თგუ­ლე­ბა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო ყვე­ლა­ფერ­ზე წას­ვლა. მო­რი­ე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მკვეთ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის მქო­ნე, და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ქა­ლე­ბით იხიბ­ლე­ბა. მისი იდე­ა­ლია მწვა­ნე ან ცის­ფერ­თვა­ლე­ბა, ჟღა­ლი ან მუქთ­მი­ა­ნი ქალი.

    მა­მა­კა­ცი მშვილ­დოს­ნის­თვის სა­ოც­ნე­ბო ქალი გულ­ღია, სა­მარ­თლი­ა­ნი, ბავ­შვუ­რი, მე­გობ­რუ­ლი და ხე­ტი­ა­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს. ამას­თან ერ­თად მოქ­ნი­ლი, გამ­ჭრი­ა­ხი და წინ­და­ხე­დუ­ლიც. მას უნდა შე­ეძ­ლოს მოს­მე­ნა და პარტნი­ო­რის იდე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა-გა­ზი­ა­რე­ბა. ვი­ზუ­ა­ლუ­რად მშვილ­დო­სანს წაბ­ლის­ფერ ან შავგვრე­მა­ნი ქა­ლე­ბი მოს­წონს, კარ­გი აღ­ნა­გო­ბი­თა და მა­ღა­ლი ფე­ხე­ბით.

    მა­მა­კაც თხის რქას თავ­და­ჭე­რი­ლი, მომთმე­ნი, გამ­გე­ბი­ა­ნი, სტა­ბი­ლუ­რი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ქალი სჭირ­დე­ბა გვერ­დით. მისი ოც­ნე­ბის მან­დი­ლო­სა­ნი რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი, კარ­გი წარ­მო­მავ­ლო­ბის მქო­ნე და რაც მთა­ვა­რია, და­საქ­მე­ბულ-რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა უნდა იყოს. თხის რქას მოს­წონს აქ­ტი­უ­რი, საქ­მი­ა­ნი და ჭკვი­ა­ნი ქა­ლე­ბი. ვი­ზუ­ა­ლუ­რად სადა, არამ­კვეთ­რი მა­კი­ა­ჟი­სა და იმი­ჯის მიყ­ვა­რუ­ლი ტი­პა­ჟე­ბით იხიბ­ლე­ბა. თუმ­ცა, მის­თვის სა­ოც­ნე­ბო ქალს, დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი და მა­ნე­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­აჩ­ნდეს.

    მა­მა­კა­ცი მერ­წყუ­ლი ბუ­ნე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი და კრე­ა­ტი­ვის­ტია, ამი­ტომ ქალი, რო­მე­ლიც მას მო­ე­წო­ნე­ბა უნდა იყოს ორი­გი­ნა­ლუ­რი, სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ინ­დი­ვი­დი. მას უნდა გა­აჩ­ნდეს რო­გორც ჩაც­მის, ისე აზ­როვ­ნე­ბის სა­კუ­თა­რი, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სტი­ლი. ამას­თან ერ­თად სა­სურ­ვე­ლია, იყოს კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, ლო­ი­ა­ლუ­რი და სი­ახ­ლე­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი. მერ­წყულს ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც "კრე­ა­ტი­უ­ლი" ქა­ლე­ბი მოს­წონს. მა­გა­ლი­თად, ჟღა­ლი თმით, სა­ხე­ზე ჭორფლით. ან მუქთ­მი­ა­ნი მკვეთ­რი მწვა­ნე თვა­ლე­ბით.

    მა­მა­კა­ცი თევ­ზი მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მზრუნ­ველ, დამთმობ და ლო­ი­ა­ლურ ქალს ეძებს ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად. მისი სა­ოც­ნე­ბო ქალი უნდა ითავ­სებ­დეს ერ­თდრო­უ­ლად სუ­ლი­ე­რი მე­გობ­რის, მზრუნ­ვე­ლი დე­დი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­ნა­მო­სა­უბ­რის როლს. თევ­ზი გა­რეგ­ნუ­ლად სათ­ნო, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ქა­ლე­ბით იხიბ­ლე­ბა. რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა და თა­ნამ­გრძნო­ბი ბუ­ნე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    175 ნახვა
    11-09-2020, 22:56