X
GOGA.TV
13
ტოპ-3 ყველაზე რთული მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • ტოპ-3 ყველაზე რთული მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    დიახ, ისინი მარტივები ნამდვილად არ არიან. გაინტერესებთ, რომელი სამი ნიშანია ყველაზე რთული ხასიათის პირად ურთიერთობებში? მაშინ მოგვყევით.
    ზოგიერთი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები ქალებს ცხოვრებას ურთულებენ.

    კურო
    დიახ, კუროს ნამდვილად მართავს პლანეტა ვენერა, კურო სიყვარულის ქალღმერთთან კავშირშია, მაგრამ ეს ფაქტი ძალიანაც ნუ გაგიტაცებთ.
    კუროები საშინლად ჯიუტები არიან და მათ შეუძლიათ, რომ მთელი თქვენი ენერგია წაიღონ. სავსებით შესაძლებელია რომანტიკოსები იყვნენ, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თუ კურო კარგ ხასიათზე არ არის, მაშინ რომანტიკაც არ
    არის.
    თუ უხასიათოდ არიან, შეიძლება თავი დედამიწაზე ყველაზე ცუდ ადამიანად გაგრძნობინონ. ამგვარ შემთხვევაში მისთვის თქვენი შეურაცხყოფა უფრო მარტივია, ვიდრე ის, რომ სიყვარული გამოხატოს.

    თხის რქა
    თუ თხის რქაზე ხართ შეყვარებული, მაშინ მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ და დროა ამისთვის მოემზადოთ. ის ეცდება, რომ მის გარშემო იტრიალოთ. თუ დაშორდებით და მისგან წახვალთ, თავს დამსხვრეულად იგრძნობს.
    მამაკაც თხის რქასთან ურთიერთობა შეიძლება მაქსიმალურად დაიძაბოს და მისგან მოყენებული ტკივილის ბევრჯერ ატანა მოგიწიოთ.

    კირჩხიბი
    კირჩხიბი თქვენგან ემოციების წაღებას იწყებს, მისი ემოციები კი კონტროლს არ ექვემდებარება. თუკი უყვარხართ, მაშინ გაგიმართლათ, რადგან რაც უნდა მოხდეს, არ მიგატოვებთ. მაგრამ თუ კირჩხიბი კაცი თავის გრძნობებში დარწმუნებული არ გახლავთ, მაშინ საქმე ცუდადაა. არ ხართ ვალდებული, მთელი ცხოვრება კირჩხიბი პარტნიორის ფსიქოლოგი იყოთ და სულ მისი ემოციური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ. ორივე მხარე უნდა ეცადოს, რომ ბალანსი მოიპოვოს.
    170 ნახვა
    11-09-2020, 22:58