X
GOGA.TV
13
რომელ ზოდიაქოს ნიშნის ქალებს ანებივრებენ მამაკაცები ძვირფასი საჩუქრებით?
  • რომელ ზოდიაქოს ნიშნის ქალებს ანებივრებენ მამაკაცები ძვირფასი საჩუქრებით?

    მა­მა­კა­ცე­ბი თვლი­ან, რომ ქა­ლის გუ­ლის მო­სა­გე­ბად სა­ჩუქ­რე­ბის შე­ძე­ნა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ბევ­რი ნიშ­ნის­თვის მთა­ვა­რი ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი და სუ­ლი­ე­რი ერ­თო­ბაა, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ქა­ლე­ბი, რო­მელ­თათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­მა­კა­ცი ხელ­გაშ­ლი­ლი იყოს და მა­ტე­რი­ა­ლურ ხარჯს არ ერი­დე­ბო­დეს, მათ გა­სა­ხა­რებ­ლად.

    კურო
    ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქალ­ბა­ტო­ნებს ძა­ლი­ან მოს­წონთ ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი, ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი, ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი და VIP რეს­ტორ­ნე­ბი. ისი­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­კენ მი­ის­წრა­ფი­ან. ხომ ნათ­ქვა­მია, მო­ი­თხო­ვე და მო­გე­ცე­მაო?! კუ­როს აუ­ცი­ლებ­ლად ხვდე­ბა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც არა­ფერს იშუ­რებს მის­თვის თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად, მით უმე­ტეს, სა­ჩუქ­რებს!

    კირჩხი­ბი
    კირჩხი­ბი იმ­დე­ნად მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლეა, მა­მა­კაცს სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა მად­ლო­ბა საქ­მით გა­და­უ­ხა­დოს და თავი სა­უ­კე­თე­სო ქა­ლად აგ­რძნო­ბი­ნოს, ამი­ტომ ხელ­ფა­სი­დან თუ შე­მო­სავ­ლის სხვა წყა­რო­დან, აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­დებს თან­ხას მის გა­სა­ნე­ბივ­რებ­ლად - შო­პინგზე წა­საყ­ვა­ნად, ყვე­ლა იმ ძვი­რად ღი­რე­ბულ აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბა, რაც კირჩხიბს აინ­ტე­რე­სებს - თუნ­დაც, კუ­ლი­ნა­რი­ულ სკო­ლა­ში და­ი­წყებს მას­თან ერ­თად სი­ა­რულს.

    ლომი
    ამ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მა­მა­კა­ცი გრძნობს, რომ დე­დო­ფალ­თან და­ი­ჭი­რა საქ­მე და თუ სურს, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, სწო­რედ დე­დო­ფა­ლი­ვით უნდა მო­ექ­ცეს - ხე­ლის­გულ­ზე ატა­როს, ცივ ნი­ავს არ მი­ა­კა­როს, აავ­სოს სა­ჩუქ­რე­ბით და ყო­ველ­თვის მო­უს­მი­ნოს მის აზრს (შე­საძ­ლოა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, მაგ­რამ უყუ­რა­დღე­ბოდ არ უნდა და­ტო­ვოს). ლო­მებს არას­დროს აკ­ლი­ათ ხა­რის­ხი­ა­ნი შო­კო­ლა­დი, ნა­ირ­ნა­ი­რი ყვა­ვი­ლე­ბი, ახალ-ახა­ლი სა­მო­სი, მან­ქა­ნე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­ზეც სხვა ქა­ლე­ბი მხო­ლოდ ოც­ნე­ბო­ბენ.

    ქალ­წუ­ლი
    ქალ­წუ­ლი რა­ცი­ო­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნია - მას გო­ნე­ბით უფრო უყ­ვარს, ვიდ­რე გუ­ლით. თუ გული ეუბ­ნე­ბა "საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ცუ­ლის ტარ­ზეც და­ე­ტე­ვიო," გო­ნე­ბა დას­ცი­ნის ამ ია­ფ­ფა­სი­ან რო­მან­ტი­კას. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს, უნდა, რომ საყ­ვა­რე­ლი კა­ცით ია­მა­ყოს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­უყ­ვეს მე­გო­ბებს, რა­ო­დენ ძვი­რი და იშ­ვი­ა­თი სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო მის­გან. ქალ­წულს შე­უძ­ლია კა­ცის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას მტკივ­ნე­უ­ლად წაჰ­კრას კბი­ლი და გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­კენ უბიძ­გოს, თუ ის თავს იკა­ვებს ზედ­მე­ტი ხარ­ჯის­გან, სწო­რედ ამ გზით აღ­წევს მი­ზანს და არა ერთი შთამ­ბეჭ­და­ვი ნივ­თის პატ­რო­ნი ხდე­ბა.

    თხის რქა
    თხის რქა თვლის, რომ შე­მო­სა­ვალს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და, თუ მა­მა­კა­ცი იმ­დენს ვერ შო­უ­ლობს, რომ საყ­ვა­რელ ქალს სა­ჩუქ­რე­ბი უყი­დოს, ის ღირ­სე­ულ ქმრო­ბას ვერ გა­უ­წევს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ მოს­წონთ, უბ­რა­ლოდ, დროს არ ხარ­ჯა­ვენ მსგავს კავ­ში­რებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, თუ დრო­უ­ლად არ და­ი­ნა­ხა­ვენ მა­მა­კაც­ში მა­ტე­რი­ა­ში ასა­ხულ ინი­ცი­ა­ტი­ვას, მას­თან შეხ­ვედ­რა­სა და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს შე­წყვე­ტენ. კა­ცე­ბი სწრა­ფად უღე­ბენ ალ­ღოს თხის რქის შე­ხე­დუ­ლე­ბებს და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბით ავ­სე­ბენ, რომ ასე­ო­დენ კარ­გი "ნა­დავ­ლი" ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    136 ნახვა
    14-09-2020, 00:15