X
GOGA.TV
13
15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღევანდელი დღე უმჯობესია დაუთმოთ საყიდლებზე სიარულს, დიდია ალბათობა შეიძინოთ საჭირო და ლამაზი ნივთები გარკვეული ფასდაკლებით, აგრეთვე შესაძლებელია გახდეთ აქციის მონაწილე,რომელიც მოგებას მოგიტანთ...


    კურო
    დღეს თქვენ ხართ ორგანიზებული, შეგიძლიათ შეასრულოთ დიდი სამუშაო. ბიზნესმენები შეძლებენ ხელსაყრელი კონტრაქტების დადებას ან საიმედო პარტნიორების შეძენას. ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მოგანიჭებთ სიამოვნებას. თამამად დანიშნეთ შეხვედრები.


    ტყუპები
    დღევანდელი დღე არაა ხელსაყრელი უფროსებთან ურთიერთობისათვის, მშობლები დაიწყებენ დაჟინებას, მათ დარწმუნებას არა აქ აზრი. თქვენ აგაღელვებთ მატერიალური ხასიათის საკითხები. ვარსკვლავები შეგახსენებთ იმის შესახებ, რომ საჭიროა მშობლების მონახულება. საღამოს ელოდეთ სასიამოვნო სტუმრებს.


    კირჩხიბი
    დღეს თქვენ იქნებით კომპანიის სული. თქვენი ინტუიციის მეშვეობით შეძლებთ იმის გაგებას, თუ როგორ უნდა შეათანხმოთ თქვენი ამბიციური ჩანაფიქრები თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების სურვილებთან. მოსალოდნელია დიდი წარმატების მიღწევა სხვადასხვა საქმიან ოპერაციებში.


    ლომი
    დღე კარგია თვითგანათლებისათვის. იყავით თავშეკავებულნი, ნუ იჩქარებთ და თქვენ მოგეცემათ ჩანაფიქრის მიღწევის შესაძლებლობა. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული კავშირი.


    ქალწული
    წარმატება გელით საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდება დღის პირველი ნახევარი, ამიტომ ყველა სადავო საკითხი უმჯობესია გადაწყვიტოთ სადილამდე. გირჩევთ მეტი დრო დაუთმოთ საშინაო საქმეებს და არ გაარკვიოთ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან.


    სასწორი
    დღეს თქვენ გელით ფინანსური დანაკარგები – თქვენი გადაჭარბებული თავდაჯერებულობის გამო. მოსალოდნელია მატერიალური ხასიათის პრობლემები, თუ თქვენ მიეცით საკუთარ თავს მოდუნების ნება, შესაძლებელია ფინანსური სირთულეები.


    მორიელი
    ამ დღემ შეიძლება მოიტანოს მრავალი გაურკვეველი სიტუაცია, რომლისთვისაც საჭიროა ტაქტის და თავშეკავებულობის გამოჩენა. სასიყვარულო პაემანი უმჯობესია გადადოთ – კარგს არაფერს მოგიტანთ.


    მშვილდოსანი
    დღევანდელი დღე ისეთი დღეა, როდესაც ღირს საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნათ გრძნობას, რომელმაც დაგიპყროთ თქვენ. თუ თქვენ არ იმყოფებით ქორწინებაში, მაშინ საჭიროა თქვენი კავშირის რეგისტრაცია.


    თხის რქა
    დღეს ნუ დააჩქარებთ მოვლენებს – დღევანდელი დღე არაა ყველაზე ხელსაყრელი კარდინალური ცვლილებებისათვის. წარმატებული დღეა შემოქმედებითი პროფესიის მქონე ადამიანებისათვის.


    მერწყული
    დღე კარგია, როგორც გონებრივი, აგრეთვე ფიზიკური სამუშაოსათვის. სასიხარულო და სასარგებლო აღმოჩნდება თქვენი ურთიერთობა უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან. შეეცადეთ იყოთ უფრო გაბედული და კონცენტრირებული.


    თევზები
    დღის პირველი ნახევარი ნაკლებ პრობლემური იქნება. ეცადეთ, ცხოვრებისა და საქმიანობის ანალიზი გააკეთოთ, რაც მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ საყვარელ ადამიანს სიყვარულში ჯერ კიდევ არ გამოტყდომიხართ, ეს დღე ამისათვის იდეალურია.
    817 ნახვა
    14-09-2020, 14:04