X
GOGA.TV
13
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი იწყება
  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი იწყება

    საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი იწყება, თუმცა პროცესი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში 2 კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

    როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, სკოლები უზრუნველყოფილია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ყველა ატრიბუტით. განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, ყველა კლასისა და საგნისთვის დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მოსწავლეებისთვის პროექტი "ტელესკოლა" განახლდება.

    "2020 წელი პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. წლევანდელი სასწავლო წელი უჩვეულო გარემოში იწყება. ჩვენთვის თითოეული მოსწავლის, სტუდენტის, მასწავლებლის, ლექტორის და ზოგადად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დაიწყოს დისტანციურად, ხოლო 1 ოქტომბერს ეს პროცესი ჩვეულ გარემოში გაგრძელდება," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
    28 ნახვა
    14-09-2020, 23:47
    News-ები