X
GOGA.TV
13
აქცია მესტიაში - ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ
  • აქცია მესტიაში - ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

    მესტიაში ადგილობრივები აქციას მართავენ. როგორც ისინი ამბობენ, სასესხო ვალდებულებების გადახდას ვერ ახერხებენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. "კურიერთან" აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ მათი შემოსავლის წყარო მხოლოდ ტურიზმს უკავშირდება და პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები მაგ მდგომარეობაზე აისახა.

    მათივე თქმით, საბანკო ვალდებულებების გამო, მათ ქონებებს აყადაღებენ და პრემიერ-მინისტრს აღნიშნულის შესახებ ოფიციალური წერილითაც მიმართეს.

    შეკრებილებს დაბაში შესასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ. თავის მხრივ, მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ 6 თვით მათ გადასახადები გადაუვადდათ.
    35 ნახვა
    15-09-2020, 10:20