X
GOGA.TV
13
როგორი ოქტომბერი ექნებათ ვერძებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი ოქტომბერი ექნებათ ვერძებს - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

    სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბით იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. მო­გინ­დე­ბათ მათ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ე­რი­დეთ მათ­თან კონ­ფლიქტს, და­პი­რის­პი­რე­ბას. ხან­და­ხან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გამო, კომ­პრო­მის­ზეც მო­გი­წევთ წას­ვლა. ოქ­ტომ­ბერ­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხი ბედ­ნი­ე­რი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი სიყ­ვა­რუ­ლის ნაც­ვლად, ან­გა­რე­ბი­ან ქორ­წი­ნე­ბას და­თან­ხმდე­ბა და და­ქორ­წი­ნე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას შეძ­ლებს.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბით იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სა­მემ­კვიდ­რეო თე­მებს. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ დო­კუ­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბას. გა­მოც­დილ სპე­ცი­ა­ლის­ტებს ჰკი­თხეთ რჩე­ვე­ბი, მაგ­რამ ბიზ­ნეს­სა­კი­თხე­ბი ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით მო­აგ­ვა­რეთ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და­ემ­შვი­დო­ბოს ძველ მე­გობ­რებს, საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან გა­წყვი­ტოს კავ­ში­რი. სხვა­თა შო­რის, სა­სურ­ვე­ლია, მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ხელს გიშ­ლით გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ზოგი ოკულ­ტუ­რი ცოდ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლაც კი გა­და­წყვი­ტოს.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    ოქ­ტომ­ბერ­ში მარ­ტო­ხე­ლებს და და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­საც კი სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბათ რო­მა­ნი გა­ა­ბან კო­ლე­გას­თან. თა­ნაც, უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ სამ­სა­ხურ­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა მო­გი­წევთ. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბი გაფრ­თხილ­დით, რომ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი არ შე­გექ­მნათ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ამ თვე­ში ხში­რად მო­გი­წევთ კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დაძ­ლე­ვა. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი თქვენს პარტნი­ორ­თან იყოს კავ­შირ­ში. ან დიდი ხნის წი­ნან­დელ­მა იჩი­ნოს თავი. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, მო­მა­ტე­ბუ­ლი ხარ­ჯის გამო, ოქ­ტომ­ბერ­ში "ქამ­რის შე­მო­ჭე­რა" მო­გიწ­ვეთ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რომ არ გაფ­ლან­გოთ ზედ­მე­ტი ფული.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    თვის და­სა­წყის­ში აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი იქ­ნე­ბით, თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა - მარ­სი პირ­ველ სახ­ლში "და­გიჯ­დათ". მო­გინ­დე­ბათ სპორტდარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­ში, შე­იძ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რა­დაც და­იტ­ვირ­თოთ, მაგ­რამ გირ­ჩევთ, არ გა­და­იტ­ვირ­თოთ. ზო­მი­ე­რად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ თქვე­ნი ენერ­გია.

    ქა­ლე­ბის­თვის
    საქ­მე­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­გე­მა­ტე­ბათ. ყველ­გან და ყვე­ლა­ფე­რი უნდა მო­ას­წროთ. მუ­შა­ო­ბი­სას და­აკ­ვირ­დით დე­ტა­ლებს, წვრილ­მა­ნებს. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბას, ავან­ტი­უ­რას. არ და­ხარ­ბდეთ მარ­ტი­ვი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, თო­რემ სა­კუ­თარ­საც წა­ა­გებთ. ეცა­დეთ, და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­აგ­ვა­როთ თქვე­ნი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი და გარ­შე­მო მყო­ფე­ბი არ ჩა­რი­ოთ. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვით კო­ლე­გებ­სა და ნა­თე­სა­ვებ­ში ავ­ტო­რი­ტეტს აი­მაღ­ლებთ და ახა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და მე­გობ­რე­ბი გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    ბევ­რი საქ­მე და ცოტა დრო გაქვთ. ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად უნდა შე­ას­რუ­ლოთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას მი­მარ­თეთ რჩე­ვის­თვის ექ­სპერ­ტებს. იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბით წვრილ­მა­ნე­ბი­სა და დე­ტა­ლე­ბი­სად­მი. საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ქა­ლე­ბი გყავ­დეთ. მათ­თან მუ­შა­ო­ბა ცო­ტა­თი შე­გიმ­სუ­ბუ­ქებთ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას. თვის ბო­ლოს­კენ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ ძვე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც თუ მუ­შა­ო­ბას არ აღად­გენთ, კარ­გად მა­ინც მო­ილ­ხენთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    129 ნახვა
    17-09-2020, 01:05