X
GOGA.TV
13
ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მობილიზდეთ..."
  • ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მობილიზდეთ..."

    მზე - მთა­ვა­რი მნა­თო­ბი თქვენს პირ­ველ სახ­ლშია, მთა­ვარ სექ­ტორ­ში. თუ ადრე სა­კუთრ თავს, დრო­სა და ენერ­გი­ას სხვებს სწი­რავ­დით, ახლა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა იყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. მო­ი­თხო­ვეთ ის, რაც გე­კუთ­ვნით, სამ­სა­ხურ­შიც და სახ­ლშიც. თა­ვად კი მე­ტად წარ­მო­ა­ჩი­ნეთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ზო­გი­ერ­თი რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­საც კი შე­ე­ჭი­დე­ბა და მარ­ტი­ვად გა­არ­თმევს თავს.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    ოქ­ტომ­ბერ­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის და­საგ­რო­ვებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა ფული მი­ი­ღოთ ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას. ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. თვის ბო­ლოს ფუ­ლის გა­რე­შე რომ არ დარ­ჩეთ, ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ ხარ­ჯი­სას. საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი­სას იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი პარტნი­ო­რე­ბის­და­მი. სწავ­ლა თქვენ­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ დაკ­ვირ­ვე­ბას მო­ი­თხოვს. ჩა­ი­წე­რეთ (ფურ­ცელ­ზე, დიქ­ტო­ფონ­ზე), რა­საც ვერ გა­ი­გებთ.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ რა­ღა­ცა­ში შე­ზღუ­დუ­ლი ხართ, ვერ ავ­ლენთ თქვენს გრძნო­ბებს. სას­წო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­და­წყვეტს, რომ გუ­ლით კი არა, გო­ნე­ბით უნდა იმოქ­მე­დოს. ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა თქვენ­სა­ვით სუფ­თა გუ­ლის არ იყოს. გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან ახალ­და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნის და­მალ­ვა მო­გინ­დე­ბათ. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა არა იმის გამო, რომ უცხო თვა­ლის­გან და­იც­ვათ სა­კუ­თა­რი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, არა­მედ იმის გამო, რომ ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა იმე­დი გა­გიც­რუ­ოთ ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა და სა­ნამ მას­თან შე­რიგ­დე­ბით კარ­გად და­ფიქ­რდით. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ამ­ცი­რეთ ხარ­ჯი. თუ რთუ­ლი დღე­ე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გქონ­დათ გა­და­დე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ოქ­ტომ­ბერ­ში მო­გი­წოთ მის­მა და­ხარ­ჯვამ. ეცა­დეთ, არ აი­ღოთ ვალი და კრე­დი­ტი.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    იმის გამო, რომ შე­დეგს სწრა­ფად ვერ აღ­წევთ, ვარ­ჯიშ­ზე უარი არ უნდა თქვათ. ივარ­ჯი­შეთ მე­გო­ბარ­თან ერ­თად, პარტნი­ო­რი ყვე­ლა საქ­მე­ში გჭირ­დე­ბათ და არც ვარ­ჯი­შია გა­მო­ნაკ­ლი­სი.

    ქა­ლე­ბის­თვის
    საქ­მე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვე და­გიდ­გათ, შე­იძ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოთ ადრე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი ან ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და­გი­მა­ტონ. შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გეს­ტუმ­რონ სტუმ­რე­ბი, ან შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი შე­გეხ­მი­ა­ნონ. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი ისე სწრა­ფად არ მოგ­ვარ­დე­ბა, რო­გორც თქვენ გსურთ. ეცა­დეთ, არ ინერ­ვი­უ­ლოთ და მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვოთ.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    და­ძა­ბუ­ლი თვე გე­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ბევ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბა ვერ გა­და­ლა­ხოთ, შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის გამო, მაგ­რამ მა­ინც ყო­ჩა­ღად უნდა იყოთ და მე­გობ­რე­ბიც და­იხ­მა­როთ სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ცოტა ხნით შე­იც­ვლით გა­რე­მოს, გა­ემ­გზავ­რე­ბით თქვენს საყ­ვა­რელ ად­გი­ლებ­ში. ოქ­ტომ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მე­ტად უნდა მო­ი­ცა­ლოთ რო­მან­ტი­კის­თვის. ეცა­დეთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    205 ნახვა
    24-09-2020, 01:24