X
GOGA.TV
მთიან ყარაბაღში საყოველთაო მობილიზაციაა - თუ მათ ომი უნდათ, მიიღებენ ომს
  • მთიან ყარაბაღში საყოველთაო მობილიზაციაა - თუ მათ ომი უნდათ, მიიღებენ ომს

    მთიან ყარაბაღში საყოველთაო მობილიზაციაა. ეს გადაწყვეტილება კონფლიქტური რეგიონის ე.წ "პრეზიდენტმა" მიიღო.

    არაიკ არუთუნიანის თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ამჟამად საუბარი უკვე თავდაცვაზეა და მის სიტყვებს ვციტირებ აზერბიაჯანის აგრესია უპასუხოდ არ დარჩება.

    "თუ მათ ომი უნდათ, ისინი მიიღებენ ომს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო და მომავალი თაობების თავისუფლება. არავინ იფიქროს, რომ მსხვერპლი და დანაკარგი გაგვტეხს. მივმართავ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჩვენი სამხედროები მტკიცედ იცავენ სასაზღვრო ზოლს,"- განაცხადა არაიკ არუთუნიანმა.

    საყოველთაო მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც.

    დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. უკვე დადასტურებულია ინფორმაცია, მთიან ყარაბაღში ორი სამოქალაქო პირის, დედა-შვილის დაღუპვის შესახებ, დაჭრილია ორი ადამიანი.
    131 ნახვა
    27-09-2020, 09:38