X
GOGA.TV
  • ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში თავდასხმია მოხდა

    სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მომხდარი თავდასხმის ვიდეო ვრცელდება, შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახედურში მოხდა.

    როგორც ”კურიერმა” გაარკვია, თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბზე მოხდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამომრჩეველზე მიზანმიმართული ზეწოლა ხდება, რადგან ამ სოფელში მმართველი პარტია ამომრჩევლებს კარგავს.

    "არავინ არავის არაფერს უშავებდა, როგორც 90-იან წლებში მხედრიონი მოქმედებდა. დღისით მზისით დეპუტატი და მისი ძმა შევარდნენ და ფიზიკურად სცემეს ხალხს,"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

    საპირისპიროს ამტკიცებს დეპუტატი გოგი მეშველიანი და აღნიშნულ ინციდენტთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს.

    "სოფელში დაკავებულები იყვნენ აგიტაციით და ხელის შეშლით, სავარაუდოდ, მიზეზიც ეს იყო,"- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
    127 ნახვა
    27-09-2020, 12:47