X
GOGA.TV
13
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღევანდელი დღე თავისუფლებას მოგანიჭებთ, რაც დაგეხმარებათ ბევრი საკითხის მოგვარებაში. სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობა დაიძაბება. გინდათ დედოფალი შეიყვაროთ ან მილიონი გამოიმუშაოთ? - მაშინ ეს თქვენი დღეა! თამამად დანიშნეთ პაემანი.


    კურო
    პლანეტების განლაგება საქმიანობის კარგად განვითარებას გიწინასწარმეტყველებთ. თამამად შეგიძლიათ განახორციელოთ ფულის დაბანდება ან გაპროცენტება. თავს ვერ აარიდებთ უსიამოვნო და სერიოზულ საუბარს. კარგად წავა საქმე ბირჟაზე.


    ტყუპები
    კარგი დღეა მშენებლებისთვის, ტექნიკისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის. შეეცადეთ სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ, გამოიჩინეთ ტაქტი და გულკეთილობა. შესაძლოა სარფიანი წინადადება შემოგთავაზონ, რომელზეც უარის თქმა არ ღირს. წარმატებული დღეა სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობებისთვის.


    კირჩხიბი
    დღეს სავსე ხართ ენერგიით. ზედმეტი ეჭვიანობა და იმპულსურობა შეიძლება არაგონივრული საქციელის ჩადენის მიზეზი გახდეს. მიმდინარე საქმეები არც ისე რთული იქნება, მაგრამ შემოსავლიანი. ნაყოფიერი იდეები მიგივათ.


    ლომი
    დაძაბული დღე იქნება დილიდანვე. თქვენ უფრო სერიოზული და შრომისმოყვარე იქნებით. დღის მანძილზე თავი აარიდეთ კატეგორიულ განსჯას და ინდივიდუალურ მუშაობას, რაც კონცენტრაციას მოითხოვს. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები შესაძლოა შედეგიანი აღმოჩნდეს.


    ქალწული
    კარგი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის ან სპროტით დაკავებისთვის. დაძაბული ოჯახური გარემო გაიძულებთ, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. წარმატებული დღეა სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისთვის, რადგან შეძლებთ მიიღოთ კომპეტენტური და პროფესიონალური კონსულტაცია. ფრთხილად იყავით ხელმძღვანელთან ურთიერთობისას.


    სასწორი
    დღეს უნდა იზრუნოთ ახლობლების უსაფრთხოებაზე, რადგან დიდია ტრავმების მიღების ალბათობა. თქვენ ინტუიტიურად მიხვდებით, როგორ უნდა მოახერხოთ გარშემომყოფების სურვილებს შეუთავსოთ საკუთარი ჩანაფიქრები. შესაძლოა მომგებიანი საქმე შემოგთავაზონ. წარმატებული დღეა მეწარმეობისა და ვაჭრობისთვის.


    მორიელი
    აქტიური დღეა. უფრო აქტიური და შრომისმოყვარე ხდებით. დღევანდელი შენაძენი დაკავშირებულ იქნება ფარულ ქორწინებასთან ან იმედს გაგიცრუებთ. ფრთხილად იყავით თვითმფრინავით მგზავრობისას.


    მშვილდოსანი
    სასიცოცხლო ძალებისა და შემოქმედებითი ენერგიის ნაკლებობა გექნებათ. დღეს ზედმეტად ემოციური იქნებით. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ საჭიროა ახლობლების მონახულება. საღამოს სასიამოვნო სტუმრები გეწვევიან.


    თხის რქა
    დღეს შესაძლოა ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მოგართვან. ნუ მოიხიბლებით მაცდური წინადადებებით. კარგი დღეა მრავალმხრივი ურთიერთობისთვის, მეგობრებთან შეხვდერისა და საქმიანი პარტნიორობისთვის. წარმატებული იქნება კულტურული ღონისძიებების გამართვა. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.


    მერწყული
    დღევანდელი დღე წარმატებებს გპირდებათ სიყვარულში. კარგი იქნება პაემანზე წასვლა ან კულტ-ლაშქრობის მოწყობა. თავი აარიდეთ ზეწოლას და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. დღეს დანიშნული საქმეები წარმატებით ჩაივლის. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე.


    თევზები
    კარგი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. დღეს ზედმეტად ემოციური იქნებით. თავს ვერ აარიდებთ სერიოზულ და უსიამოვნო საუბარს. სხვადასხვა საქმიან ოპერაციებში წარმატებები გელით.
    604 ნახვა
    27-09-2020, 13:47
    ჰოროსკოპი