X
GOGA.TV
13
  • სომხური მხარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწის ხიკმეტ გაჯიევის განცხადებით, სომხური მხარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

    გაჯიევის თქმით, მოწინააღმდეგე მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

    "აზერბაიჯანის არმიის პირადი შემადგენლობა ბრძოლას განაგრძობს, მტერმა განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგი, სომხური მხარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ჩვენი მხარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის, ორგანიზებულად ეწევა უცხოური მედიისთვის აზერბაიჯანში ვიზიტის პროცედურების წარმართვას," - განაცხადა ხიკმეტ გაჯიევმა.

    თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გუშინ დილით განახლდა. ორივე ქვეყანამ მძიმე შეიარაღება გამოიყენა. დღის მეორე ნახევარში სომხეთმა და არაღიარებულმა ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით, საომარი მდგომარეობა გამოაცხადა აზერბაიჯანმაც. ორმხრივი სროლა მხარეებს შორის ამ წუთებშიც გრძელდება.
    58 ნახვა
    28-09-2020, 08:50
    News-ები