X
GOGA.TV
13
"ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებას უნდა ველოდოთ" - რას წერს ასტროლოგი ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევას აძლევს ზოდიაქოს ნიშნებს
  • "ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებას უნდა ველოდოთ" - რას წერს ასტროლოგი ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევას აძლევს ზოდიაქოს ნიშნებს

    "ბევ­რი ფა­რუ­ლი ამ­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ", - წერს ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს 28 ოქ­ტომ­ბრამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს:

    "27 სექ­ტემ­ბერს მერ­კუ­რი მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და. ის ამ ნი­შან­ში მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმოძ­რა­ვებს - რად­გან 16 ოქ­ტომ­ბერს უკუს­ვლი­თი გახ­დე­ბა და 28-ში ისევ სას­წორს და­უბ­რუნ­დე­ბა. მერე მაგ­რამ იქამ­დე უნდა ით­ქვას, რომ მერ­კუ­რის მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს ადა­მი­ა­ნე­ბი საკ­მა­ოდ ეჭ­ვი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან, თუ მტკი­ცე არ­გუ­მენ­ტე­ბიც არ არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ სი­ტყვა­ზე აღა­რა­ვინ არა­ვის ენ­დო­ბა, ამ ნი­შან­ში მერ­კუ­რი სურ­ვილს გვი­ჩენს ხოლ­მე ბო­ლომ­დე ჩავ­ყვეთ ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ას და გა­ა­ვარ­კვი­ოთ, შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის თუ პრობ­ლე­მე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი მი­ზე­ზე­ბი, თუნ­დაც ამი­სათ­ვის მო­რე­ვის ფსკერ­ზე მო­უ­წი­ოთ დაყ­ვინ­თვა. და ალ­ბათ უნდა ესეც აღი­ნიშ­ნოს, რომ ამას ზოგ­ჯერ არ­ცთუ ისე კარ­გი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე, ამი­ტომ ვიდ­რე რა­ღა­ცის ქექ­ვას და­ი­წყებ­დეთ, კარ­გად და­ფიქ­რდით - ღირს თუ არა წყლის ამ­ღვრე­ვა...

    სა­მა­გი­ე­როდ, ეს ძა­ლი­ან კარ­გი პე­რი­ო­დია სა­ი­დუმ­ლო ცოდ­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად, ეზო­თე­რი­უ­ლი პრაქ­ტი­კე­ბი­სათ­ვის, და აგ­რეთ­ვე და­კარ­გუ­ლი ნივ­თე­ბის სა­ძებ­ნე­ლად... ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით გე­ხე­ბათ მზით მო­რი­ე­ლებს და ვი­საც მერ­კუ­რი მო­რი­ელ­ში გყავთ, დაკ­ვირ­ვე­ბა სჯობს გა­მო­ი­ჩი­ნონ სა­უბ­რებ­ში და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მზით და მერ­კუ­რით მერ­წყუ­ლებ­მა, კუ­რო­ებ­მა და ლო­მებ­მა. ხელ­საყ­რე­ლი დროა წყლის ნიშ­ნე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე თხის რქე­ბი­სა და ქალ­წუ­ლი მერ­კუ­რი­ა­ნე­ლე­ბის­თვის. და­ნარ­ჩე­ნე­ბის­თვის ნე­იტ­რა­ლუ­რი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა.

    ჰო, კი­დევ, ვფიქ­რობ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც, მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ბევ­რი ფა­რუ­ლი ამ­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა­საც უნდა ვე­ლო­დოთ..."

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    241 ნახვა
    30-09-2020, 01:45