X
GOGA.TV
რომელი სერიალი შეგეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • რომელი სერიალი შეგეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    ვერძი
    ვერძებს ესაჭიროებათ დრამა ცხოვრებაშიც და ეკრანზეც. ასე რომ, საღამოს ბუტებროდები მოიმარაგეთ და ჩაუჯექით სერიალებს "Breaking Bad", "When They See Us", "Unbelievable".

    კურო
    კუროებს საკმაოდ რთული პერიოდი აქვთ ამჟამად. ამიტომ მსუბუქი სერიალები ნამდვილად კარგი განტვირთვა იქნება საღამოს საათებში - "The Marvelous Mrs. Maisel" და "Miracle Workers".

    ტყუპები
    ტყუპებს სერიალების ყურება დიდ კომპანიაში უყვართ და დარწმუნებულები ვართ, რომ მოეწონებათ "Stranger Things", "Sex Education" და "Riverdale".

    კირჩხიბი
    კირჩხიბები გულით ყოველთვის ბავშვებად რჩებიან.
    ასე რომ, მათი არჩევანი ხშირად ფენტეზისა და ზღაპრულ, მითოლოგიურ არსებებზე ჩერდება, ისეთზე, როგორებიცაა "Carnival Row", "Good Omens" და "Tale of Tales".

    ლომი
    ლომები ტემპერამენტიანი და ემოციურები არიან. მათ განსაკუთრებით მოსწონთ გულახდილი სცენები, როგორიც "euphoria"-სა და "Secret Diary of a Call Girl"-შია, რომლის ნახვის შემდეგაც კვლავ ყველაზე პიკანტურ მომენტებს უბრუნდებიან.

    ქალწული
    აქ კი ნამდვილად ქალურმა სერიალებმა მოიყარეს თავი, მოდაზე, დაქალებზე... მაგალითად, როგორებიცაა "GIRLBOSS", "Fleabag", ან სულაც ერთი ჭიქა ღვინო და თავიდან ჩაუჯექით "Sex and the City"-ს ყველა სეზონს.

    სასწორი
    სასწორებს რაიმე სერიოზული მიართვით - მათ უყვართ პოლიტიკა "The Loudest Voice"-ის ან "The Good Fight"-ის სახით. სხვა რა ვთქვათ - პირდაპირ ინტელექტუალები!

    მორიელი
    მორიელები ითვლებიან ადამიანის სულიერი მხარეების მცოდნეებად. ასე რომ, ყოველ მიზეზგარეშე ფსიქოლოგიური მინი-სერიალები მათ სტილში ზუსტად ჯდება: "Homecoming" და "Sharp Objects".

    მშვილდოსანი
    მშვილდოსნები აფასებენ ურთიერთობაში სიწრფელეს და გულახდილობას და თვლიან, რომ ყველა საიდუმლოს ადრე თუ გვიან ფარდა აეხდება. მოსწონთ დეტექტივები "Mindhunter" ან "Killing Eve".

    თხის რქა
    თხის რქები აფასებენ თავიანთ დროს და ამიტომ მინი-სერიალები მათ სტილში ჯდება. ამიტომ "The Spy" და "The Ballad of Buster Scruggs" ზუსტად შეეფერებათ.

    მერწყული
    მერწყულებს ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვთ. ასე რომ, მათ ისეთი მინი-სერიალები მოსწონთ, რომლის სიუჟეტი იმ სერიაშივე სრულდება. ასეთია "Black Mirror", "Weird City". ეპიზოდის შერჩევა ხასიათის მიხედვით შეგიძლიათ.

    თევზები
    ერთი შეხედვით ვერ იტყვი, თუმცა ყველა თევზი ძალიან რომანტიკულია. ამიტომ საოჯახო მელოდრამები და სასიყვარული ისტორიები მათი თემაა: "This Is Us", "Big Little Lies".

    წყარო: marao.ge
    160 ნახვა
    9-10-2020, 00:56