X
GOGA.TV
11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ. შეიძლება პრემია ან ჰონორარიც მიიღოთ. ავტორიტარულ და ზედმეტად კრიტიკულ მიდგომას თავი აარიდეთ, თორემ დღის ბოლოს მარტო დარჩებით. თავი შეიკავეთ უგუნური სურვილებისგან.


    კურო
    დღეს შესაძლოა მოხდეს ცვლილებები. საოჯახო საქმეების საკუთარ თავზე აღება ან ავადმყოფი ნათესავის მოვლა მოგიწევთ. საყვარელ ადამიანთან შესაძლოა კონფლიქტი მოგიხდეთ. კარგად წაუვათ საქმე ბანკის თანამშრომლებს.


    ტყუპები
    კოლეგებთან, მშობელებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის რთული დღე იქნება. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა წარმოუდგენლად ვნებიანი იქნება. ცუდი დღეა საქმიანი აქტივობისა და მიზნების მიღწევისთვის. ოჯახთან ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად ქალაქგარეთ.


    კირჩხიბი
    დღეს ფინანსური დანაკარგი გელით - ყველაფერი თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია. მენიუდან გამოირცხეთ ხორცი და ჩაანაცვლეთ ბოსტნეულით. გადადეთ ნებისმიერი ფინანსური საკითხის მოგვარება. ხელი არ მოაწეროთ დოკუმენტებს. ჩანიშნული საქმეების უმრავლესობას მოაგვარებთ.


    ლომი
    ემოციურად ამაღლებულ ხასიათზე იგრძნობთ თავს, თუმცა ნუ დაკარგავთ გონიერებას. დღეს თამამად შეგიძლიათ ფული დააბანდოთ ან გააპროცენტოთ. კარგი დღეა საქმიანი თანამშრომლობისა და შემოსავლის მიღებისთვის. მომგებიანი იქნება ვალუტის შეძენა.


    ქალწული
    დღეს კეთილი და ინიციატივიანი ხართ, ყველა საქმე გამოგდით. შესაძლოა საქმიანი შეხვედრები ან სატელეფონო საუბრები მეგობრებთან და ახლობლებთან. კარგი დღეა მათთან ურთიერთობისთვის, ვინც სულიერად ახლოს არის თქვენთან. წარმატებული დღეა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის.


    სასწორი
    დღეს ნუ დაგეგმავთ სქმიან შეხვედრებს. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, დროა შეურიგდეთ. საჭიროა რაციონში შეზღუდოთ მლაშე და ცხარე საკვები. მოსალოდნელია ძველი გრძნობების განახლება.


    მორიელი
    დღეს არის საშიშროება, რომ საკუთარი ილუზიების გავლენის ქვეშ მოექცეთ. ჰარმონიული კოსმიური სიტუაცია ხელს უწყობს თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას. გულდასმით გადაამოწმეთ მედიკამენტებზე ვადები და ისე მიიღეთ. დოზა არ დაარღვიოთ. ფრთხილად იყავით თვითმფრინავით მგზავრობისას.


    მშვილდოსანი
    კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევისთვის, ოჯახური დღესასწაულის მოწყობისთვის. ნაყოფს გამოიღებს ის საქმე, რომელიც უკვე უშედეგოდ გეჩვენებოდათ. სახელმწიფო დაწესებულებებში ვიზიტი წარმატებული იქნება, რადგან მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას. ფრთხილად იყავით ხელმძღვანელთან.


    თხის რქა
    ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემები შეგექმნათ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას - დღეს ამის დრო არ არის. წრმატება თან გდევთ დღის მანძილზე.


    მერწყული
    განსაკუთრებით კარგი დღეა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ბიზნესმენები შეძლებენ სასარგებლო გარეიგებების დადებას და სანდო პარტნიორების ნახვას. დღეს შეძლებთ დიდი ხნის პრობლემების მოგვარების გზები მოძებნოთ. მეგობრების რჩევები სასარგებლო იქნება. საღამოს სასიამოვნო სტუმრები გეწვევიან.


    თევზები
    კარგი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად. დღეს ზემდეტად ემოციური იქნებით. თავს ვერ აარიდებთ უსიამოვნო და სერიოზულ საუბარს. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა გეგმები შეგეცვალოთ.
    702 ნახვა
    10-10-2020, 14:27