X
GOGA.TV
13
რას ამბობს კარმა თქვენს წარსულზე - ჰოროსკოპს შეუძლია პასუხი გაგცეთ იმაზე, თუ ვინ იყავით წინა ცხოვრებაში
  • რას ამბობს კარმა თქვენს წარსულზე - ჰოროსკოპს შეუძლია პასუხი გაგცეთ იმაზე, თუ ვინ იყავით წინა ცხოვრებაში

    ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა, თუ ვინ იყო წინა ცხოვრებაში. რომელმა კარმამ მოგვიყვანა ამ სამყაროში? რა უნდა ვისწავლოთ? როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წარსულის გამოცდილება, რომ უფრო ბედნიერები ვიყოთ და ვიცხოვროთ სრულფასოვანი ცხოვრებით?

    ინდუიზმსა და ბუდიზმში ადამიანის ქმედებები მიმდინარე და წარსულ ცხოვრებაში მისი ახალი დაბადების ბედს განსაზღვრავს.

    თქვენს ჰოროსკოპს შეუძლია პასუხი გაგცეთ კარმაზე - იმაზე, თუ ვინ იყავით წარსულ ცხოვრებაში.

    ვერძი
    თუ ამ ცხოვრებაში თქვენი ასცენდენტი ვერძშია, ე.ი. წარსულ ცხოვრებაში ის თევზებში იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ იყავით
    კეთილისმსურველი, სხვების დამხმარე, კარგი ადამიანი. ამჟამინდელ ცხოვრებაში თქვენი ვალია არ იყოთ ზედმეტად ეგოისტები. წარსულ ცხოვრებაში, შესაძლოა, ყოფილიყავით - პოეტი, მისტიკოსი, მღვდელი, მკურნალი, შამანი ან იქნებ ადამიანი, რომელიც რაიმე დამოკიდებულებას ებრძვის.

    კურო
    თუ პირველ სახლში კურო გყავთ, ე.ი. წარსულში მასში ვერძი იყო. თქვენ აგრესიული და მეომარი ადამიანი იყავით. მიმდინარე ცხოვრებაში კი ინიციატორი, კრეატიული და მატერიალური კეთილდღეობის საკითხში ცოტა იმპულსურიც კი ხართ. თქვენი კარმა - ნუ იქნებით დომინანტი. წარსულ ცხოვრებაში იქნებოდით მეომარი, მეთაური ან წარმატებული მეწარმე.

    ტყუპი
    თუ თქვენი ასცენდენტი ტყუპშია, ე.ი. წარსულში ის კუროში იყო. წინა ცხოვრებში მიწაზე მყარად მდგარი, ემოციური სურვილებით სავსე ადამიანი იყავით. ამჟამად ისწრაფვით ცხოვრებისკენ, რომელიც სავსე იქნება საინტერესო მოვლენებით. თქვენი კარმაა - ნუ იქნებით ზედმეტად სასტიკი. წარსულში იყავით მხატვარი, მუსიკოსი, მებაღე ან მდიდარი ბიზნესმენი.

    კირჩხიბი
    კირჩხიბების წინა ცხოვრებაში პირველ სახლში ტყუპი იმყოფებოდა. წარსულში ინტელექტუალურად და არა ემოციურად, ექსპრესიული ადამიანი იყავით. ახლა ბევრად უფრო პასუხისმგებლიან ცხოვრებაზე ხართ კონცენტირებული. კარმა - შეინარჩუნოთ ემოციებისა და ინტელექტის ბალანსი. წარსულ ცხოვრებაში თუ არაჩვეულებრივი კომუნიკაციის უნარი საშუალებას გაძლევდათ ყოფილიყავით კარგი ვაჭარი, ორატორი, მასწავლებელი ან მწერალი.

    ლომი
    თუ პირველ სახლში ლომი გყავთ, წარსულში მასში კირჩხიბი იქნებოდა. მაშინ სავსე იყავით შიშებით, ძლიერი ემოციებით, ეჭვი გეპარებოდათ იმაში, რომ სხვებს უყვარდით. ამ ცხოვრებაში თავდაჯერებული, რომანტიკული და ვნებიანი სიყვარულით აღსავსე ადამიანი ხართ, რაც გსურთ ვინმეს გაუზიაროთ. თქვენი კარმაა იყოთ ნაკლებად ეგოისტი და გადალახოთ მიტოვების შიში. უბრალოდ გიყვარდეთ და იცოდეთ, რომ ამას იმსახურებთ. წარსულში სხვებზე ზრუნავდით და შესაძლოა, უბრალოდ ძალიან კარგი დედა იყავით.

    ქალწული
    წინა ცხოვრებაში თქვენი ასცენდენტი იყო ლომში. მაშინ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდით და ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურდათ. ამ ცხოვრებაში პასუხისმგებლიანი, სხვების დამხმარე ადამიანი გახდით. თქვენი კარმა - დაეხმარეთ მათ, ვინც წარსულში თქვენს გამო მსხვერპლი გაიღო. წინა ცხოვრებაში, შესაძლოა, ყოფილიყავით მეფე ან დედოფალი, სამეფო კარის მასხარა ან მიწის ნაკვეთის მდიდარი მფლობელი.

    სასწორი
    წარსულში თქვენი ასცენდენტი ქალწულში იყო. მაშინდელ ცხოვრებაში მთელი ძალებით ცდილობდით სხვებს მომსახურებოდით და საკუთარი სურვილები გავიწყდებოდათ კიდეც. ამ ცხოვრებაში ცდილობთ თქვენს ესთეტიკურ მოთხოვნილებებსა და გარშემო მყოფთათვის დახმარებას შორის ბალანსი იპოვოთ. კარმა - ნუ ეცდებით ყველას დაკმაყოფილებას. წინა ცხოვრებაში იყავით ექთანი, მზარეული, ხელოსანი ან დოკუმენტალისტი.

    მორიელი
    თუ პირველ სახლში ახლა მორიელი გყავთ, ე.ი. წარსულში სასწორი გყავდათ. ცხოვრება ზედაპირულ მცდელობებში, ბალანსის მოპოვებაში, მობილიზებასა და თქვენი მგრძნობიარე სურვილების დაკმაყოფილებაში გალიეთ. ამჟამად ბევრად უფრო ღრმა და სერიოზული რამეები გაინტერესებთ. თქვენი კარმა - იპოვოთ ბალანსი წარსულ ცხოვრებაში ზედაპირულობასა და ამ ცხოვრებაში ზედმეტად სერიოზულობას შორის. წინა ცხოვრებაში შესაძლოა ყოფილიყავით დიპლომატი, ადვოკატი, მოსამართლე, მხატვარი ან სილამაზის კონკურსის გამარჯვებული.

    მშვილდოსანი
    წარსულში პირველ სახლში მორიელი გყავდათ. ღრმა აზროვნება და კვლევა, რომელსაც წარსულ ცხოვრებაში ატარებდით, ამ ცხოვრებაში გეხმარებათ საკუთარი ცოდნის გაზიარებაში, მომავალი მასწავლებელი ან ფილოსოფოსი ხართ. კარმა - უფლება არ მისცეთ თქვენს თავისუფალ ნატურას ხელი შეგიშალოთ სერიოზული ურთიერთობებით დატკბობაში. წარსულში მეცნიერი, მწერალი დეტექტივი, ფსიქოლოგი, სექსოლოგი ან დამნაშავე იყავით.

    თხის რქა
    წარსულში თქვენი ასცენდენტი მშვილდოსანში იყო. წინა ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გართობა, მოგზაურობა და ახალი თავგადასავლების ძიება. მიმდინარე ცხოვრებაში მზად ხართ იყოთ უფრო სერიოზული, პასუხისმგებლიანი, თავდაუზოგავად მშრომელი, დისციპლინირებული. თქვენი კარმა - შრომისმოყვარეობასა და მატერიალური წარმატების წყურვილს უფლება არ მისცეთ უარი გათქმევინოთ მოგზაურობაზე, რაც თქვენს პიროვნებას განვითარებაში ეხმარება. წარსულში იყავით პროფესორი, იურისტი, გემის კაპიტანი, მსოფლიოს გარშემო მოგზაური ან იუმორისტი.

    მერწყული
    თუ თქვენი ასცენდენტი მერწყულშია, მაშინ წარსულში ის თხის რქაში იქნებოდა. დაგღალათ დისციპლინამ და მძიმე შრომამ. არ გიყვართ კონსერვანტიზმი და გსურთ ყოველგვარი წესებისა და საზღვრების გარეშე ცხოვრება. კარმა - ნუ იქნებით „უმიზეზოდ ამბოხებული“. თავი არ დაზოგოთ კონკრეტული მიზნისთვის. წარსულში პოლიტიკოსი, პოლიციელი, ექიმი ან კომპანიის პრეზიდენტი იყავით.

    თევზები
    როცა თქვენი ასცენდენტი თევზებშია, ე.ი. წარსულში ის მერწყულში იყო. წინა ცხოვრებაში თავისუფლებით ტკბებოდით და საკუთარ წესებს ქმნიდით. მიმდინარე ცხოვრებაში მობილიზებული ხართ იმაზე, რომ გარშემო მყოფებთან დაახლოვდეთ, დაეხმაროთ მათ. თქვენი კარმა - გააცნობიეროთ, რომ თქვენ „უნდა დაეხმაროთ ან დაიტანჯოთ“ (იმის გამო, რომ არ ეხმარებით). ამასთან არ უნდა უგულებელყოთ საკუთარი მოთხოვნილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მსხვერპლად იქცეთ. წარსულში ტექნოლოგიური გენიოსი, პოლიტიკოსი, ტელევარკსვლავი ან მეცნიერი იყავით.

    წყარო: cluber.com
    244 ნახვა
    11-10-2020, 01:23