X
GOGA.TV
13
13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღევანდელ დღს ბევრი შრომა გიწევთ, თუმცა ჩანაფიქრს განახორციელებთ. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელი ადამიანების ქცევამ იმედი გაგიცრუოთ. დღის მანძილზე თავი შეიკავეთ კატეგორიულობისგან და ისეთ სამუშაოსგან, რაც მოითხოვს მობილიზაციას. სხვადასხვა საქმიან ოპერაციებში წარმატება გელით.


    კურო
    კარგი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური სიახლოვისთვის, თუმცა ცუდია მსხვილი შენაძენის განსახორციელებლად. საღამოს შეიარეთ სილამაზის სალონში. თქვენი მეორე ნახევრის ნათესავები რჩევისა და დახმარების სათხოვნელად მოვლენ. დღეს ნუ დაიწყებთ საქმიან მოლაპარაკებებს.


    ტყუპები
    დღეს იშვიათი წარმატებით ისარგებლებთ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთბისას. დიდია იმის ალბათობა, რომ ძველი ანგარიშების დახურვა მოგთხოვონ. გინდათ დედოფალი შეიყვაროთ, ან მილიონი გამოიმუშაოთ? - მაშინ ეს თქვენი დღეა! თამამად დანიშნეთ პაემანი.


    კირჩხიბი
    სამსახურში დღეს უნდა იყოთ ფრთხილი და ყურადღებიანი. თუ კარგად იშრომეთ, მაშინ "მოსავალიც" კარგი გექნებათ. მიუხედავად დიდი სირთულეებისა და გამოცდისა, რაც მიზნის მიღწევის გზაზე გხვდდებათ, შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ახალი ნაცნობობა სასურველი არ არის. შესაძლოა შორეულ ადამიანთან რომანტიკული ნაცნობობა.


    ლომი
    დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.


    ქალწული
    დღეს გამოიჩინეთ სიბრძნე და მოთმინება. განწყობა შეიძლება ძალიან გაგიფუჭდეთ თუ ისეთ ადამიანს არ შეხვდებით, რომელიც დაგავიწყებთ უსიამოვნებებს. კუჭის დაავადებების მქონე ადამიანებმა დღეისათვის მენიუდან უნდა ამოიღონ ცხარე და მლაშე საკვები. თავშეკავებული და ფრთხილი იყავით ფინანსურ საკითხებში.


    სასწორი
    დღევანდელი საღამო ცოლ-ქმრულ ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდის. ბევრი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ - მათი განხორციელება დიდად სარგებელს არ მოგიტანთ. არ ღირს დღეისათვის სერიოზული საქმის და მნიშვნელოვანი შეხვედრების დაგეგმვა. ფრთხილად იყავით კომპიუტერთან.


    მორიელი
    მთლიანობაში კარგი დღეა. საქმეში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი ზიანი მოგაყენოთ. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს - დღეს შესაფერისი დღე არ არის კარდინალური ცვლილებებისთვის. თავი შეიკავეთ უგუნური სურვილებისგან.


    მშვილდოსანი
    დღეს სასიცოცხლო ძალებისა და შემოქმედებითი ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამო ახლობელ ადამიანთან, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. თამამად წადით უცხოური კომპანიის წარმომადგენლებთან კონტაქტზე. გაიზრდება თქვენი საქმიანი აქტივობა.


    თხის რქა
    აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ნუ მოიხიბლებით მაცდური წინადადებებით. სამსახურში ხანგრძლივი და რთული შრომის შემდეგ მიღწეული შედეგების გამო შეგიძლიათ მოითხოვოთ დაწინაურება, ხელმძღვანელობამ დიდი ხანია იცის, რომ ეს დაიმსახურეთ. კარგად წაუვათ საქმე ფინანსისტებს.


    მერწყული
    ეს დღე კარგია მოგზაურობისთვის. დღეს განსაკუთრებით კეთილგანწყობილი და მიმზიდველი იქნებით. შესაძლოა ხელმძღვანელობასთან რთული საუბარი შედგეს, რომელიც საბოლოოდ თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება და აამაღლებს თქვენს რეპუტაციას. იქონიეთ მეტი მობილიზება და სითამამე.


    თევზები
    კარგი დღეა საქმიანი წამოწყებებისთვის. დღეს მაღალია საკვებით მოწამვლის, ტრავმების მიღების და ავტო-ავარიების ალბათობა. მომგებიანი იქნება ვალუტის შეძენა.
    600 ნახვა
    12-10-2020, 13:16