X
GOGA.TV
13
ტოპ-3 "დრამაქვინი" ზოდიაქოს ნიშანი - "ხელოვნურად იწვევენ პარტნიორში დრამას, ეჭვიანობას და ცრემლებს"
  • ტოპ-3 "დრამაქვინი" ზოდიაქოს ნიშანი - "ხელოვნურად იწვევენ პარტნიორში დრამას, ეჭვიანობას და ცრემლებს"

    მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ი,ს ვინც გო­ნივ­რუ­ლად რის­კავს, საკ­მა­ოდ გან­სხვავ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ ექ­სტრი­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. არის ხალ­ხი ვინც გა­მიზ­ნუ­ლად ეძებს ე.წ. "დრა­ივს" ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლუ­რად კავ­დე­ბი­ან სპორ­ტის სა­ხი­ფა­თო სა­ხე­ო­ბით ან პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ახა­სი­ა­თებთ მო­მა­ტე­ბუ­ლი ად­რე­ნა­ლი­ნის სიყ­ვა­რუ­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რად იწ­ვე­ვენ პარტნი­ორ­ში დრა­მას, ეჭ­ვი­ა­ნო­ბას და ცრემ­ლებს... ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ მხრივ სამ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს გა­მო­ყო­ფენ..

    ვერ­ძი - პლა­ნე­ტა მარ­სი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს მარ­თავს, გუ­ლუხ­ვად აჯილ­დო­ებს ვერ­ძებს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და ფა­თე­რა­კე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით. ვერძს მოს­წონს რის­კი, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად ატანს გო­ნი­ე­რე­ბას სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებს და ნაკ­ლე­ბად ფიქ­რობს იმა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მის მო­რიგ სა­ხი­ფა­თო თავ­გა­და­სა­ვალს. ამას­თან ერ­თად, ვერ­ძე­ბი შე­სა­შუ­რი გამ­ძლე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც მათ და­ბა­დე­ბი­დან თან დაჰ­ყვათ ეხ­მა­რე­ბა ამ ხალ­ხს ნე­ბის­მი­ე­რი გან­საც­დე­ლის ან ტრავ­მის შემ­დეგ, რე­კორ­დუ­ლად მოკ­ლე დრო­ში დად­გეს ფეხ­ზე და ...ისევ იგი­ვე, ან უფრო უა­რეს ფა­თე­რა­კებ­ში გაჰ­ყოს თავი.

    ტყუ­პი - მას იმ­დე­ნად სძულს მო­წყე­ნი­ლო­ბა და რუ­ტი­ნა, რომ მზა­დაა ნე­ბის­მი­ე­რი თავ­გა­და­სავ­ლის­თვის. ტყუ­პი დუ­ა­ლუ­რი ნი­შა­ნია, ამი­ტო­მაც არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მუდ­მივ მოძ­რა­ო­ბა­ში და ეძე­ბენ სი­ახ­ლე­ებს. მოს­წონთ ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, ახალ-ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა და ახა­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის და­პყრო­ბა მო­რიგ მო­ბეზ­რე­ბამ­დე. ისი­ნი კის­რის­ტე­ხით ატა­რე­ბენ მან­ქა­ნას ან ხვდე­ბი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ეპი­ცენ­ტრში სა­კუ­თა­რი, ბას­რი და ზედ­მე­ტად "მჭრე­ლი" ენის გამო. თუმ­ცა, გა­სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბით ძვრე­ბი­ან ხოლ­მე და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან და სხვე­ბის და­შოშ­მი­ნე­ბაც გა­მოს­დით.

    მო­რი­ე­ლი - მისი ბუ­ნე­ბა დესტრუქ­ცი­უ­ლი და მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რია. მო­რი­ელს მოს­წონს ნგრე­ვა და შე­ნე­ბა. ამი­ტომ სიმ­შვი­დე, რო­გორც ასე­თი მას­ზე მო­მაკ­ვდი­ნებ­ლად მოქ­მე­დებს და უმალ იწყებს ბზა­რე­ბის კე­თე­ბას თუ ცხოვ­რე­ბა­ში, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მის­თვის მი­სა­ღე­ბი და მომ­ხიბ­ვლე­ლია ბეწ­ვის ხიდ­ზე დგო­მა, სიკ­ვდილ­თან ან აკ­რძა­ლულ ემო­ცი­ებ­თან პი­რის­პირ. ხან­და­ხან იგი სპე­ცი­ა­ლუ­რად კარ­გავს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს სა­ი­მი­სოდ, რომ მო­მა­ვალ­ში მისი მო­პო­ვე­ბა ბრძო­ლის, გან­ცდე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის დიდ დო­ზად და­უჯ­დეს. ამ ხალ­ხს მოს­წონს ექ­სტრი­მი, რის გა­მოც ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს სიღ­რმე­ე­ბით, სა­ხი­ფა­თო სპორ­ტით ან ისე­თი პრო­ფე­სი­ე­ბით, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად და­ძა­ბულ რე­ჟიმს და სიკ­ვდილ­თან ბრძო­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს (მაშ­ვე­ლი, კას­კა­დი­ო­რი, ქი­რურ­გი).

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    108 ნახვა
    14-10-2020, 03:06