X
GOGA.TV
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი შთამაგონებელია
  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი შთამაგონებელია

    ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა საქ­მეს ენ­თუ­ზი­აზ­მით ეკი­დე­ბა, მა­ში­ნაც კი თუ ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს არ ელის, სწო­რედ ამი­ტომ მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა თუ პრო­ექ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­დის. მათ სხვე­ბის­გან უჩ­ვე­უ­ლო ოპ­ტი­მიზ­მიც გა­მო­არ­ჩევთ. გთა­ვა­ზობთ 3 ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს, რომ­ლის ენ­თუ­ზი­აზ­მი და ოპ­ტი­მიზ­მი შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია.

    ვერ­ძი - მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა ბრძო­ლაა, ამი­ტომ ცხოვ­რე­ბას ისე აღიქ­ვამს, რო­გორც შე­ჯიბრს, გა­მოწ­ვე­ვას და მუ­დამ ცდი­ლობს გა­ი­ტა­ნოს გოლი. თუ ვერძს მი­ზა­ნი გა­აჩ­ნია, გა­აჩ­ნია სტი­მუ­ლი და ბრძო­ლის ჟინი ის ყო­ველ ჯერ­ზე, მარ­ტი­ვად წა­მოდ­გე­ბა ფეხ­ზე გა­და­ტა­ნი­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ. ბავ­შვუ­რი ხა­სი­ა­თი, ინ­ფან­ტი­ლიზ­მი და მო­მავ­ლის სა­ო­ცა­რი რწმე­ნა ეხ­მა­რე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს იმა­ში, რომ ხში­რად მცი­რე­დი­თაც დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ და მუდ­მი­ვად იქო­ნი­ონ უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმე­დი.

    მშვილ­დო­სა­ნი - ბე­დის ნე­ბი­ე­რა, ქუდ­ბე­დი­ა­ნი და ხუ­მა­რაა. რომ არა იუ­მო­რის ამ­ხე­ლა დოზა, მშვილ­დო­სანს რა ეშ­ვე­ლე­ბო­და? ეს ხალ­ხი ყო­ველ­თვის ახერ­ხებს იხუმ­როს ყვე­ლა­ფერ­ზე, მათ შო­რის კი სა­კუ­თარ თავ­ზე. ცუდი გან­წყო­ბა მშვილ­დოს­ნის­თვის წა­მი­ე­რია; მარ­თა­ლია, ზოგ­ჯერ სევ­დაც და­რევს ხოლ­მე ხელს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ძალ­ზე მარ­ტი­ვად გა­მო­დის დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თუკი და­ი­ნა­ხა, რომ თუნ­დაც ერთ ადა­მი­ანს მა­ინც სჭირ­დე­ბა გარ­შე­მო მისი სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ნად­გო­მა. მშვილ­დოს­ნებს და­უ­ღა­ლა­ვად სჯე­რათ უკე­თე­სის, ამი­ტომ მუდ­მი­ვად მი­ი­წე­ვენ წინ და იშ­ვი­ა­თად იხე­დე­ბი­ან უკან წარ­სუ­ლის­კენ, თუნ­დაც ეს წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბით იყოს სავ­სე.

    მერ­წყუ­ლი - ჰუ­მა­ნუ­რი, მო­მავ­ლის­კენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლი ნი­შა­ნია. მის­თვის მარ­ტი­ვია ყო­ველ­დღი­უ­რი, ბა­ნა­ლუ­რი წვრილ­მა­ნე­ბის და­ვი­წყე­ბა რა­ი­მე დიდი იდე­ის სა­ნაც­ვლოდ. მერ­წყუ­ლი უკონ­ფლიქ­ტოა, ეს თვი­სე­ბაც აძ­ლევს ძა­ლას, რომ ოპ­ტი­მის­ტუ­რად აღიქ­ვას ადა­მი­ა­ნე­ბი, მუდ­მი­ვად და­ი­ნა­ხოს მათ­ში კარ­გი და ნაკ­ლე­ბად გა­კი­ცხოს ისი­ნი ცუდი თვი­სე­ბე­ბის გამო. ამ ხალ­ხს სა­ო­ცა­რი მე­გობ­რო­ბა შე­უძ­ლია, ამი­ტომ თუკი არ­სე­ბობს მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო, ახა­ლი იდე­ე­ბი და თე­მე­ბი, რო­მე­ლიც მსჯე­ლო­ბას და ოც­ნე­ბას მო­ი­თხოვს მერ­წყუ­ლი ჭიქა ყა­ვი­სა და სი­გა­რე­ტის ამა­რაც ძალ­ზე ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    139 ნახვა
    15-10-2020, 00:59