X
GOGA.TV
16 ოქტომბერს ახალმთვარეობაა: "ეს პატარა ახალი წელია და როგორც მას შეხვდებით ასე გაატარებთ მთელ თვეს" - რჩევები ასტროლოგისგან
  • 16 ოქტომბერს ახალმთვარეობაა: "ეს პატარა ახალი წელია და როგორც მას შეხვდებით ასე გაატარებთ მთელ თვეს" - რჩევები ასტროლოგისგან

    ახალმთვა­რე­ო­ბას 16 ოქ­ტომ­ბერს 23:31 სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში ვე­ლო­დე­ბით. მარ­თა­ლია, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მთვა­რე ჩვე­ნი თვა­ლის­თვის და­მა­ლუ­ლია, მაგ­რამ ის ახლა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია დე­და­მი­წას და მის გავ­ლე­ნას გრძნო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ბუ­ნე­ბა, ზღვე­ბი და ოკე­ა­ნე­ე­ბი. ეცა­დეთ, ახალმთვა­რე­ო­ბას არ შეხ­ვდეთ ვა­ლე­ბით - მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბით. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე და მის მომ­დევ­ნო დღე­საც ნუ გა­დატ­ვირ­თავთ კუჭს და ნურც ორ­გა­ნიზმს - ზედ­მე­ტი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბით. იმუ­ნი­ტე­ტი სუს­ტდე­ბა და ამი­ტომ, დი­ე­ტურ საკ­ვებს მი­ა­ნი­ჭეთ უპი­რა­ტე­სო­ბა. ეცა­დეთ, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე კარგ გან­წყო­ბა­ზე იყოთ, რად­გან ეს პა­ტა­რა ახა­ლი წე­ლია და რო­გორც მას შეხ­ვდე­ბით ასე გა­ა­ტა­რებთ მთელ თვეს 15 ნო­ემ­ბრამ­დე - ახა­ლი ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე.

    16-ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვექ­ნე­ბა მთვა­რის 29-ე დღე. ეს რთუ­ლი ენერ­გი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი დღეა. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ თავი და არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს. მშვი­დად მი­ი­ღეთ ყვე­ლა­ფე­რი, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას წა­გარ­თმევთ და მერე მისი აღ­დგე­ნა ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ. უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნებ­საც კი, გა­უგ­ზავ­ნეთ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­კე­თის სხი­ვი. ეს თქვენ უფრო წა­გად­გე­ბათ, ზო­გა­დად ეს წესი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ. ამ­გვა­რად ცუდი ადა­მი­ა­ნი თქვე­ნი ვე­ლი­დან თა­ვი­სით გაქ­რე­ბა, რად­გან ის თქვე­ნი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ით იკ­ვე­ბე­ბა და თუ მას და­დე­ბითს გა­უგ­ზავ­ნით, თქვენ გვერ­დით ვე­ღარ გა­ჩერ­დე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით (10-15) ადრე აან­თეთ სან­თე­ლი და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ სამ­ყა­როს იმ ყვე­ლაფ­რის­თვის (კარ­გიც და ცუ­დიც) რაც იყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ადრე და­წო­ლას არ გირ­ჩევთ. და­ახ­ლო­ე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბი­დან 1 სა­ა­თი მა­ინც იყა­ვით ფხი­ზე­ლი.

    თა­ვა­დაც იცით, რომ იდე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში არ ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ახალმთვა­რე­ო­ბა სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში მოგ­ვი­წო­დებს, და­ვა­ბა­ლან­სოთ სა­კუ­თა­რი თავი, ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ვი­ყოთ ჰარ­მო­ნი­უ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც და ოჯახ­შიც. და­ფიქ­რდით, რა მოვ­ლე­ნე­ბი გიშ­ლით ყვე­ლა­ზე მე­ტად ნერ­ვებს, რას გა­მოჰ­ყავ­ხართ წყო­ბი­დან (ბრა­ზი, წყე­ნაც) და ეცა­დეთ, მთე­ლი ენერ­გია მის მოგ­ვა­რე­ბა-და­რე­გუ­ლი­რე­ბას და­უთ­მოთ. არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ძლი­ე­რი ლოც­ვა, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ: ღმერ­თო, მო­მე­ცი სუ­ლი­ე­რი ძალა, მი­ვი­ღო ის, რისი შეც­ვლაც არ შე­მიძ­ლია, მო­მე­ცი სი­თა­მა­მე, რომ შევ­ცვა­ლო ის, რისი შეც­ვლაც შე­მიძ­ლია და მო­მე­ცი სიბ­რძნე, რათა შევ­ძლო და გა­ვარ­ჩიო ერთი მე­ო­რის­გან.

    სას­წო­რი არის პარტნი­ო­რუ­ლი ნი­შა­ნი. ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ადა­მი­ა­ნი (შვი­ლი, მშო­ბე­ლი, მე­უღ­ლე, მე­ზო­ბე­ლი, კო­ლე­გა და ა.შ.) ჩვე­ნი პარტნი­ო­რია. ზოგ­ჯერ მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა სუ­ლი­ე­რად გვან­გრევს. და­ფიქ­რდით, შე­გიძ­ლი­ათ მათი შეც­ვლა? არა, რად­გან ხან­და­ხან სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ვლაც კი არ შეგ­ვიძ­ლია, ამი­ტომ, მარ­ტი­ვი ვარ­ჯი­ში შე­ას­რუ­ლეთ, ჩა­ი­სუნ­თქეთ ღრმად, მი­ი­ღეთ ის სი­ტუ­ა­ცია, ან ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის შეც­ვლაც თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ და ამო­სუნ­თქვა­ზე გა­უგ­ზავ­ნეთ მას სი­კე­თე და ბედ­ნი­ე­რე­ბა. ასე შე­გიძ­ლი­ათ სხვა ნე­ბის­მი­ერ დრო­საც კი მო­იქ­ცეთ, არა მარ­ტო ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე. მთა­ვა­რია, ბრა­ზი და ბოღ­მა არ და­იგ­რო­ვოთ, ის თქვენ ში­ნა­გა­ნად და­გან­გრევთ, სხვას კი ვერც ავ­ნებს.

    16 ოქ­ტომ­ბერს, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ჩა­მო­წე­რეთ იმ საქ­მე­ე­ბის სია, რომ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გსურთ . აქვე ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ახალმთვა­რე­ო­ბას ორი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) პლა­ნე­ტით: მერ­კუ­რი­თა და სა­ტურ­ნით ვე­გე­ბე­ბით. თავი წარ­მო­იდ­გი­ნეთ სა­ცობ­ში, აი, და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ ჩვენ. ამი­ტომ, გეგ­მი­ურ ოპე­რა­ცი­ებს, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას და ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას არ გირ­ჩევთ. მაგ­რამ უსაქ­მუ­რა­დაც არ გირ­ჩევთ ყოფ­ნას. სა­ცობ­ში ყოფ­ნის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მით და­კავ­დეთ. მო­ა­წეს­რი­გეთ სა­კუ­თა­რი თავი, თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო. და­ა­ხა­რის­ხეთ საქ­მე­ე­ბი, ნივ­თე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გა­და­ხე­დეთ თქვენს გეგ­მებს, მო­ი­წეს­რი­გეთ ჯან­მრთე­ლო­ბა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან, და­ას­რუ­ლეთ ადრე და­წყე­ბუ­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, შე­ა­კე­თეთ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა. ყვე­ლა "კუდი" მო­ი­შო­რეთ, რომ ნო­ემ­ბრის ახალმთვა­რე­ო­ბას (გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი პე­რი­ო­დია 15- 26 ნო­ემ­ბე­რი) ვა­ლე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი შეხ­ვდეთ და თა­მა­მად მო­სინ­ჯოთ სა­კუ­თა­რი თავი სი­ახ­ლე­ებ­ში.

    ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მზე და მთვა­რე შე­ერ­თე­ბუ­ლია სას­წო­რის ოც­და­მე­ო­თხე გრა­დუს­ში. რთუ­ლი გრა­დუ­სია. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ აგ­რე­სი­სა და ომის პლა­ნე­ტა მარ­სი (ამ­ჯე­რად ისიც რეტ­როგ­რა­დუ­ლია) ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბა მზე­სა და მთვა­რეს. ამი­ტომ კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ სიმ­შვი­დი­სა და ჰარ­მო­ნი­ის­კენ. სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პლა­ნე­ტე­ბის (სა­ტურ­ნი, იუ­პი­ტე­რი და პლუ­ტო­ნი) და­პი­რის­პი­რე­ბის გამო შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ და­ძა­ბუ­ლი ფონი შე­ი­ნიშ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. იყა­ვით მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი, ეცა­დეთ, რომ თქვე­ნი და თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ჰარ­მო­ნი­ამ და­ი­სად­გუ­როს. ეცა­დეთ, ყვე­ლა საქ­მე­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­ი­ცავთ ბა­ლან­სი. აკონ­ტრო­ლეთ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი, იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რე­ბი.

    ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად იმოქ­მე­დებს მათ­ზე, ვინც 14-18 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი. მო­გე­ცე­მათ ახ­ლის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იმ სფე­რო­ბე­ში, სა­დაც თქვენს პი­რად რუ­კა­ში მზე მდე­ბა­რე­ობს. შეც­ვა­ლეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წელი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. ხოლო მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს, - 10-16 იან­ვა­რი, 9-14 აპ­რი­ლი და 11-17 ივ­ლი­სი - მეტი გარ­ჯა მო­უ­წევთ, რომ სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დეც შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და არც მიღ­წე­ვებ­ზე თქვა უარი. აკონ­ტრო­ლეთ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, სი­ტყვა, თეთ­რი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. კარ­გი პე­რი­ო­დი ელით შემ­დეგ პე­რი­ო­დებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს: 10-15 თე­ბერ­ვა­ლი, 11-17 ივ­ნი­სი, 13-17 აგ­ვის­ტო და 12-17 დე­კემ­ბე­რი. ფორ­ტუ­ნა თქვენს მხა­რე­საა. თუ პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, ნა­ხეთ, რო­მელ სახ­ლში ხვდე­ბა სას­წორს 24-ე გრა­დუ­სი. ამ სფე­რო­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ხოლო თუ 24-დან 26 გრა­დუ­სამ­დე პლა­ნე­ტე­ბი­ცაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სალ­დნე­ლია სახ­ლი­სა და პლა­ნე­ტის ფუნ­ქცი­ის მი­ხედ­ვით. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კი იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­თან და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ბედ­ნი­ერ ახალმთვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    260 ნახვა
    16-10-2020, 00:17