X
GOGA.TV
"გამოიყენეთ დრო 3 ნოემბრამდე" - რას გვიმზადებს რეტროგრადული მერკური და რა გვეკრძალება ამ პერიოდში?
  • "გამოიყენეთ დრო 3 ნოემბრამდე" - რას გვიმზადებს რეტროგრადული მერკური და რა გვეკრძალება ამ პერიოდში?

    14 ოქ­ტომ­ბრი­დან გო­ნე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) გახ­და (გა­ას­წო­რებს სვლას 3 ნო­ემ­ბერს) და ეს პე­რი­ო­დი ჩვენ­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს. მერ­კუ­რი არის ჩვე­ნი გო­ნე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქმა და გა­და­ცე­მა. კონ­ტაქ­ტე­ბი, ანა­ლი­ტი­კუ­რი და კო­მერ­ცი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ჩვენს რუ­კა­ში მერ­კურს აქვს მოს­წავ­ლის, ვაჭ­რის, მე­კავ­ში­რე­სა და შუ­ა­მავ­ლის როლი. მი­თო­ლო­გი­ა­ში იგი იყო ოლიმ­პოს შიკ­რი­კი, ჰერ­მე­სი. მერ­კუ­რი მარ­თავს ტყუ­პი­სა და ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს. მისი დღეა ოთხშა­ბა­თი.

    რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ანს ბევ­რი რამე ეკ­რძა­ლე­ბა (მა­გა­ლი­თად, ფერ­ხდე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სწავ­ლას­თან, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას­თან, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან, მე­დი­ას­თან, მეც­ნი­ე­რე­ბას­თან, დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბას­თან, ნივ­თე­ბის მი­წო­დე­ბას­თან, წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მას­თან, მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან...), მაგ­რამ ვნა­ხოთ, რისი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია ამ პე­რი­ოდ­ში. კარ­გია გა­და­წე­რა, გა­და­ფიქ­რე­ბა, გა­მოს­წო­რე­ბა, გა­და­ყიდ­ვა, და­გა­კი­თხვა, კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა, დას­რუ­ლე­ბა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გა­მე­ორ­დე­ბა რა­ღაც სი­ტუ­ა­ცე­ბი, მო­გი­წევთ რა­ღა­ცე­ბის გა­და­კე­თე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს პე­რი­ო­დი ანა­ლი­ზის­თვის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბი­სა და კო­რექ­ცი­ის­თვის, მაგ­რამ არა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე, ცუდი აზ­რე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­სა­ცი­ლებ­ლად.

    მერ­კუ­რი შარ­შან ამ დრო­საც, მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, იყო რეტ­როგ­რა­დუ­ლი, 31 ოქ­ტომ­ბრი­დან 20 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და მა­შინ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. წელს მერ­კუ­რი მო­რი­ელ­ში პირ­ველ დე­კემ­ბრამ­დე დარ­ჩე­ბა, ხოლო შემ­დეგ მშვილ­დო­სან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.

    25 ოქ­ტომ­ბე­რი სა­ინ­ტე­რე­სო დღეა. მზე რეტ­როგ­რა­დულ მერ­კურს უერ­თდე­ბა. მზე არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი, ხოლო ჩვე­ნი მერ­კუ­რი - ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­პო­ვე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა გა­და­ა­ფა­სოთ მოვ­ლე­ნე­ბი, შე­გეც­ვა­ლოთ წარ­მოდ­გე­ნე­ბი და სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოთ.

    ახლა ორი სი­ტყვით ვთქვათ მერ­კუ­რის სხვა ას­პექ­ტებ­ზეც, რათა მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ გარ­კვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თვის. 30 ოქ­ტომ­ბრი­დან 8 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში, რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის დროს, მერ­კუ­რი ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბა პლუ­ტონს . ასე­თი ას­პექ­ტი უკვე გვქონ­და 21 სექ­ტემ­ბერს, მაგ­რამ მისი გავ­ლე­ნა 17-დან შე­იმ­ჩნე­ო­და და 15-მდე გაგ­რძელ­და. ამ პე­რი­ოდ­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ძაბ­ვა იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რად­გან, შე­გახ­სე­ნებთ, რომ მერ­კუ­რი ეს არის გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, კონ­ტაქ­ტე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა-გა­ცე­მა, ხოლო პლუ­ტო­ნი ეს არის მწმენ­და­ვი (ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბიც). ის გვა­თა­ვი­სუფ­ლებს ყვე­ლა­ფე­რი იმის­გან, რა­მაც სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა. გა­იხ­სე­ნეთ ეს პე­რი­ო­დი, ადა­მი­ა­ნე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახ­ლაც გან­მე­ორ­დეს.

    2-7 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში მერ­კუ­რი ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბა პლა­ნე­ტა იუ­პი­ტერს . მსგავ­სი ას­პექ­ტიც უკვე გავ­ლი­ლი გვაქვს 14-21 სექ­ტემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­პი­რის­პი­რე­ბა პე­და­გოგ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის. სწო­რად უნდა შე­არ­ჩი­ოთ ფიქ­რე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც გექ­ნე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა. ვის და რას ეუბ­ნე­ბით. ვის­გან იღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას და რო­გორ რე­ა­გი­რებთ მას­ზე. რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან და პა­ტივ­ცე­მულ ადა­მი­ა­ნებ­თან. და­აკ­ვირ­დით, რა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მოვა თქვენ­თან, შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში მო­ე­რი­დეთ ვინ­მეს­თა­ვის რა­ი­მეს დამ­ტკი­ცე­ბას, რად­გან ყვე­ლას თა­ვი­სი ხედ­ვა და სი­მარ­თლე აქვს. სა­სურ­ვე­ლია, ამ პე­რი­ოდ­ში არ და­ნიშ­ნოთ საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, არ შე­ი­ძი­ნოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი.

    27 ოქ­ტომ­ბრი­დან 12 ნო­ემ­ბრამ­დე მერ­კუ­რი სა­ტურნს - აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის პლა­ნე­ტას უპი­რის­პირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ვი­ღაც (ასა­კით უფ­რო­სი ან სამ­სა­ხურ­ში უფ­რო­სი ან გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი) გა­კონ­ტრო­ლებთ. შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა ასა­კით ან თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან. შე­იძ­ლე­ბა და­ირ­ღვეს ადრე გა­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა, გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი კა­ნო­ნიც კი შე­იც­ვა­ლოს. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დღე­ებ­ში, როცა მერ­კუ­რი სა­მი­ვე პლა­ნე­ტას ერ­თდრო­უ­ლად წა­ე­ჩხუ­ბე­ბა.

    და­ბო­ლოს, ეს თა­რი­ღიც ჩა­ი­ნიშ­ნეთ, რომ უსი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან: 7-20 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი ურანს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ამ უკა­ნას­კნელს მერ­კუ­რის ზედა ოქ­ტა­ვა­საც ეძა­ხი­ან. ამი­ტომ, თუ მერ­კუ­რი ჩვე­ნი გო­ნე­ბაა, ურა­ნი - კოს­მი­უ­რი სიბ­რძნე. ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ აზ­როვ­ნე­ბის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლას მოგ­თხო­ვენ. თუმ­ცა, რეტ­როგ­რა­დულ მერ­კურს საკ­მა­რი­სი ძა­ლე­ბი არა აქვს მა­სი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა-გა­და­მუ­შა­ვე­ბის­თვის. ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ინ­ტერ­ნეტ­მუ­შა­ო­ბის, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა-გა­და­ცე­მის შე­ფერ­ხე­ბა. არ გირ­ჩევთ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კი­სა და მო­ბი­ლუ­რე­ბის ყიდ­ვას. შე­იძ­ლე­ბა შე­ფერ­ხდეს ზო­გი­ერთ გა­ჯეტ­ში პროგ­რა­მე­ბის მუ­შა­ო­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    189 ნახვა
    16-10-2020, 00:21