X
GOGA.TV
13
დაიწყო რეტროგრადული მერკურის პერიოდი: რას ნიშნავს და რატომ უნდა გვეშინოდეს
  • დაიწყო რეტროგრადული მერკურის პერიოდი: რას ნიშნავს და რატომ უნდა გვეშინოდეს

    წელიწადში სამჯერ პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება. ამჯერად მან 14 ოქტომბერს შეგვაქცია ზურგი და მხოლოდ 3 ნოემბერს გაასწორებს სვლა. სინამდვილეში მერკური თავის გზაზე მიდის. უბრალოდ, დედამიწელი დამკვირვებელი ხედავს ასე, რომ პლანეტა მიდის, მერე ანელებს სვლას, ბრუნდება და უკან მიდის. მერკური ტყუპისა და ქალწულის ნიშნების მფარველი პლანეტაა. მილიონი დაკვირვების შედეგად ასტროლოგებმა დაადგინეს, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, ხელშეკრულებების გაფორმება, ხოლო დოკუმენტებზე მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ დაკვირვებას და თუ საშუალება გაქვთ, უმჯობესია, უკეთესი პერიოდისთვის
    გადავდოთ. თუ არ გსურთ ტექნიკასთან უსიამოვნებები შეგექმნათ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში ნუ შეიძენთ მობილურებს, კომპიუტერებსა და ავტომობილებს. თუ გამოუვალი სიტუაცია გაქვთ და საზღვარგარეთ მიფრინავთ, სამჯერ გადაამოწმეთ თვითმფრინავის ბილეთი, პასპორტი, პირადი საბუთები, ბარგი.


    რეტროგრადული მერკურის დროს მოერიდეთ ინტერნეტნაცნობობას. ნურც პაემანზე წახვალთ; კომუნიკაცია შესუსტებულია. ამასთან, ადამიანმა შეიძლება ტყუილებით თავბრუ დაგახვიოთ, თქვენ კი ვერ გაარკვიოთ ტყუილი მართლისგან.

    რეტროგრადული მერკურის პერიოდი საუკეთესო დროა, რათა დაუბრუნდეთ ძველ მიტოვებულ პროექტებს, გაერკვეთ შეცდომებში და გამოასწოროთ ისინი, რათა, როცა პლანეტა გასწორდება, გააგრძელოთ სწორი მიმართულებით განვითარება. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. ეს პერიოდი გამოიყენეთ ყველაფრის გადასაკეთებლად და გადასახედად. დაბოლოს, იყავით დაკვირვებული, ყურადღებით და ნურაფრის შეგეშინდებათ.

    წყარო: marao.ge
    120 ნახვა
    17-10-2020, 01:00