X
GOGA.TV
პოპულარულობისთვის დაბადებულები, ანუ 3 ნიშანი, რომელიც მარტივად გახდება ცნობილი
  • პოპულარულობისთვის დაბადებულები, ანუ 3 ნიშანი, რომელიც მარტივად გახდება ცნობილი

    ადა­მი­ა­ნის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი, ამ პი­როვ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის გზას და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის შან­სებს გა­ნა­პი­რო­ბებს. ამი­ტომ იმის მი­ხედ­ვით თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით მო­ევ­ლი­ნეთ ქვე­ყა­ნას შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ რამ­დე­ნად გაქვთ შან­სი გახ­დეთ ცნო­ბა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­თა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის ოს­ტა­ტუ­რად და­ჭე­რის უნა­რით სამი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად:

    ვერ­ძი - პლა­ნე­ტა მარ­სი, რო­მე­ლიც ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს მარ­თავს ამ ადა­მი­ა­ნებს ანი­ჭებს მებ­რძო­ლის ხა­სი­ათ­სა და მო­უს­ვე­ნარ ბუ­ნე­ბას. ვერ­ძე­ბი მუდ­მი­ვად მზად არი­ან სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის, არ უშინ­დე­ბი­ან იყონ პირ­ვე­ლე­ბი და ყო­ველ­თვის აქვთ უნა­რი წა­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ჰქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბის იმე­დი. მათი ეს თვი­სე­ბე­ბი კი ხა­სი­ათ­ში გარ­შე­მო მყო­ფებს შო­რის უდა­ვოდ იწ­ვევს აღ­ტა­ცე­ბას და პა­ტი­ვის­ცე­მას.

    ლომი - მზე, ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ანი­ჭებს ამ ადა­მი­ა­ნებს მე­ფურ ხა­სი­ათს, დახ­ვე­წილ და არის­ტოკ­რა­ტი­ულ მა­ნე­რებს, დიდსუ­ლოვ­ნე­ბა­სა და სი­ა­მა­ყეს. ამი­ტომ ლო­მე­ბი ყო­ველ­თვის ღირ­სე­უ­ლად იჭე­რენ თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მათი უმე­ტე­სო­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა შე­სა­შუ­რი შარ­მი­თა და ელე­გან­ტუ­რო­ბით. ისი­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახერ­ხე­ბენ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამი­ტო­მაც არის, რომ ლო­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა თუ მას­შტა­ბუ­რად არა, სა­კუ­თარ წრე­ში მა­ინც მი­იჩ­ნე­ვა ლი­დე­რად და პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ა­ნად.

    მშვილ­დო­სა­ნი - მე­გობ­რუ­ლო­ბა, გა­სა­ო­ცა­რი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა, მუდ­მი­ვად პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა და ოპ­ტი­მიზ­მი გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი მუდ­მი­ვად სარ­გებ­ლო­ბენ პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბით გარ­შე­მო მყო­ფებ­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით ევ­ლი­ნე­ბი­ან ქვე­ყა­ნას, არი­ან სა­ოც­რად გუ­ლუხ­ვე­ბი და სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, მშვილ­დო­სანს გა­აჩ­ნია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ორა­ტო­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მას­შტა­ბუ­რად აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი, შემ­თხვე­ვი­თი რო­დია, რომ სწო­რედ ამ ნიშ­ნით ევ­ლი­ნე­ბა ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი ქვე­ყა­ნას. ამას­თა­ნა­ვე, მათ აქვთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქა­რიზ­მა და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან უშუ­ა­ლო, გულ­წრფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მარ­ტი­ვად და­ამ­ყა­რონ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    212 ნახვა
    26-10-2020, 00:49