X
GOGA.TV
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის
  • ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის

    ნო­ემ­ბე­რი ის თვეა, როცა ყვე­ლა დე­ტა­ლი და­წყვი­ლე­ბით უნდა გა­ნი­ხი­ლოთ. შე­ა­ფა­სეთ მოვ­ლე­ნე­ბი ობი­ე­ტუ­რად. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ბან­კო საქ­მე­ებს. გახ­შირ­დე­ბა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და ეცა­დეთ, ყველ­გან ღირ­სე­უ­ლად გე­ჭი­როთ თავი. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ისე არ მოხ­დეს, რო­გორც თქვენ გსურ­დათ. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ დრო­ე­ბით და­გე­კარ­გე­ბათ ბრძო­ლის სურ­ვი­ლი და პე­რი­ო­დუ­ლად სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტე­ბით. ეცა­დეთ, გვერ­დით გყავ­დათ ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ენ­დო­ბით და ვისი იმე­დიც გექ­ნე­ბათ. ამ პე­რი­ოდ­ში ეცა­დეთ, არ გას­ცეთ, არ და­ა­ბე­ზღოთ არა­ვინ. ცოტა ხან­ში სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა და შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქავთ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად გა­დად­გით, გა­ი­აზ­რეთ თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი. გაფრ­თხილ­დით, თქვენ­მა ნათ­ქვამ­მა არა­ვის ატ­კი­ნოს გული. და­აკ­ვირ­დით, რას ამ­ბო­ბენ გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც, მაგ­რამ არა­ვის გა­მო­პა­სუ­ხოთ უხე­შად. მხო­ლოდ სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­თან გქონ­დეთ კავ­ში­რი, მო­ე­რი­დეთ თქვენ მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს. თუ ნო­ემ­ბერ­ში მგზავ­რო­ბას (გან­სა­კუთ­რე­ბით შორ მან­ძილ­ზე) აპი­რებთ, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გქონ­დეთ სა­ბუ­თე­ბი. და­ი­ცა­ვით ყვე­ლა წესი და ფრთხი­ლად იმოქ­მე­დეთ. მო­ე­რი­დეთ რისკს ფი­ნან­სურ სფე­რო­ში.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. იყა­ვით მე­ტად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ტაქ­ტი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ, რომ საქ­მე უსი­ა­მოვ­ნე­ბამ­დე არ მი­ვი­დეს, შე­ლა­პა­რა­კე­ბა კი კა­მათ­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტონ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა მე­უღ­ლის დახ­მა­რე­ბით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ. ან შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხურ­ში ხელ­ფა­სი მო­გი­მა­ტონ, ან და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი გა­გიჩ­ნდეთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ წარ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და გარ­კვე­უ­ლი თან­ხა "შავი დღის­თვის" გა­და­ი­ნა­ხეთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მო­გინ­დე­ბათ ფი­ზი­კუ­რი ფორ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვარ­ჯი­შიც კი და­ი­წყოთ. გირ­ჩევთ, ზო­მი­ე­რე­ბა და­იც­ვათ და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­უ­ახ­ლოვ­დეთ სა­სურ­ველ შე­დეგს. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებს.

    ქა­ლე­ბის­თვის
    შეხ­ვედ­რე­ბის, კონ­ტაქ­ტე­ბის პე­რი­ო­დია. ეცა­დეთ, მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ იზ­რუ­ნოთ მათ­ზე. უხე­შად არ ჩა­ე­რი­ოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის საქ­მე­ებ­ში და არც სა­კუ­თა­რი აზრი მო­ახ­ვი­ოთ ვინ­მეს. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ იყა­ვით მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე. ეცა­დეთ, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოთ. მაგ­რამ არა სხვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვით.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    რაც უფრო მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით, მით უკე­თე­სია თქვენ­თვის. მარ­ტი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ მიზ­ნებს, უჩ­ვე­უ­ლო­საც კი. ერ­თგუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი გქონ­დეთ. თუ მო­ინ­დო­მებთ, ყვე­ლა კონ­ფლიქტს გა­მო­ას­წო­რებთ და უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლით გა­ფუ­ჭე­ბულ საქ­მე­ებ­საც (ურ­თი­ერ­თო­ბებს) კი. ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მო­აგ­ვა­რეთ. ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ფუ­ლა­დი ჯილ­დოც კი მი­ი­ღოთ. თვის ბო­ლოს გა­მო­ნა­ხეთ დრო რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის; და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გე­ლით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    188 ნახვა
    28-10-2020, 00:53