X
GOGA.TV
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის
  • ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის

    და­აკ­ვირ­დით მოვ­ლე­ნებს, რაც თქვენ გარ­შე­მო მოხ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თქვენ გვერ­დით არი­ან, ან ამ თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. სა­ინ­ტე­რე­სო და უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ბის მომსწრე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეთ. გა­არ­კვევთ, ვინ არის თქვე­ნი ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი და ვინ ხლარ­თავს თქვენს ზურგს უკან ინ­ტრი­გებს. ნუ ენ­დო­ბით სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნებს, ეგ კი არა, ახ­ლობ­ლე­ბიც გა­და­ა­მოწ­მეთ სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე. მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქტს საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. სამ­სა­ხურ­ში ფრთხი­ლად იყა­ვით კო­ლე­გებ­თა­ნაც და უფ­როს­თა­ნაც, გა­მო­ირ­ცხუ­ლი არაა, ვი­ღაც გან­ზრახ ცდი­ლობ­დეს თქვენს პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­გე­ბას.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, შე­იძ­ლე­ბა გახ­შირ­დეს მე­გობ­რებ­თან ვი­ზი­ტე­ბი გარ­თო­ბის ან საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით. ეცა­დეთ, დიდ­ხანს არ გან­მარ­ტოვ­დეთ. ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი გან­წყო­ბა­საც ხში­რად გა­გი­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­და­წყვი­ტოს ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა, რაც მო­მა­ვალ­ში მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ. თუმ­ცა, უნდა გირ­ჩი­ოთ, რომ თვის ბო­ლომ­დე არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ მო­ი­მოქ­მე­დოთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ გა­მო­გიჩ­ნდეთ ფა­რუ­ლი სპონ­სო­რი, დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი. გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, ახალ ადა­მი­ა­ნებ­თან და­მე­გობ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    მარ­ტო­ხე­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და თქვენ გვერ­დით ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდეს. ხში­რად წა­მო­დე­ქით სა­ვარ­ძლი­დან და გა­ი­სე­ირ­ნეთ, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში იმ­ხი­ა­რუ­ლეთ. თუმ­ცა, არც ახალ­და­წყე­ბულ რო­მან­ში გირ­ჩევთ თა­ვით გა­და­ვარ­დნას, უმ­ჯო­ბე­სია, ჯერ კარ­გად გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი. ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სეთ მისი ქცე­ვაც და სი­ტყვე­ბიც. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა მე­უღ­ლის­გან ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ან უნ­დობ­ლო­ბა იგ­რძნონ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ სფე­რო­ებს, ნო­ემ­ბერ­ში უმ­ჯო­ბე­სია, ხელ­მომ­ჭირ­ნე­ო­ბა, ვიდ­რე ფლან­გვა. თუ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე ხართ, შე­მო­სავ­ლის გაზ­რდას ნუ ელით. და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის­თვის მო­მა­ვა­ლი თვი­დან და­ი­წყეთ ზრუნ­ვა.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    გარ­თო­ბი­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან. ეცა­დეთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ ერ­თად და ეს დრო და­უთ­მეთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გა­სარ­თობ­საც. კარ­გი იქ­ნე­ბა ზო­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, გა­უფრ­თხილ­დით ტრავ­მებს. თვის ბო­ლოს­თვის კი უკვე შეძ­ლებთ სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ვარ­ჯიშს.

    ქა­ლე­ბის­თვის
    თვის და­სა­წყის­ში მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბით და ზო­მი­ე­რი გარ­თო­ბით გა­ირ­თეთ სა­კუ­თა­რი თავი. შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნოთ ძველ­მა მე­გობ­რებ­მა. მი­ი­ღოთ მაც­დუ­რი - საქ­მი­ა­ნი და რო­მან­ტი­კუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ნე­ბივ­რეთ სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მზრუნ­ვე­ლო­ბით.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    სი­ტუ­ა­ცია თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა და მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ. ნუ იტყვით უარს ჩა­ნა­ფიქრზე, ნურც მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დებთ უარს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სი­ურპრი­ზე­ბი, ფუ­ლა­დი სა­ჩუქ­რე­ბი. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მი­ი­ღებთ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ებს ახ­ლობ­ლე­ბის­გან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა, ავე­ჯის გა­მოც­ვლა ან ინ­ტე­რი­ე­რის გა­ნახ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    153 ნახვა
    29-10-2020, 00:13