X
GOGA.TV
ვერძი მამაკაცი & ვერძი ქალი
  • ვერძი მამაკაცი & ვერძი ქალი

    იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლი - სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი და მე­თიუ ბრო­დე­რი­კი

    რო­გორ გგო­ნი­ათ, რა ხდე­ბა მა­შინ როცა ორი აფ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­სე­ბა­დი, მაგ­რამ ასე­ვე პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად იმ­პულ­სუ­რი და გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი უმე­გობ­რდე­ბა ერ­თმა­ნეთს? არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­ზე­ზით და­ი­წყო მე­გო­რო­ბა - მე­ზობ­ლო­ბით, საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რო­ბით თუ უბ­რა­ლოდ პი­ცის საჭ­მე­ლად გა­უ­წი­ეს ერ­თმა­ნეთს კამ­პა­ნია...შეც­დო­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ორი ბე­კე­კას დუ­ე­ტი და­უშ­ვებს, შე­საძ­ლოა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლად დიდი იყოს. თუმ­ცა არც წარ­მა­ტე­ბის და ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე და­ი­ჩივ­ლებს ეს ორი. ამას­თან ერ­თად, თუკი ორი­ვე მათ­გა­ნის, ან რო­მე­ლი­მეს პი­რად რუ­კა­ში ას­ცე­დენ­ტი ან მთვა­რე მი­წის სტი­ქი­ის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში არაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ერ­თო ყუ­ლა­ბაც კი იქო­ნი­ოს ამ ორმა და პრინ­ცი­პით "ჩემი, შენი რამ გაყო" იცხოვ­როს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ თან­და­ყო­ლი­ლი გულ­წრფე­ლო­ბის გამო, ამ წყვილს არა­სო­დეს ექ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან და­ფა­რუ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი და ყვე­ლა სა­კითხს, მათ შო­რის სა­კა­მა­თო­საც რო­გორც წესი ერ­თმა­ნეთ­თან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და "რქე­ბით მი­წო­ლის" პრინ­ცი­პით გა­დაჭ­რი­ან. (მარ­თა­ლია ამ დროს რო­მე­ლი­მე ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მე­ზო­ბელს, შე­იძ­ლე­ბა მათი სახ­ლის ფან­ჯრი­დან გა­მოფ­რე­ნი­ლი თეფ­ში მოხ­ვდეს თავ­ში, მაგ­რამ ეს უკვე სხვა თე­მაა). ვერ­ძე­ბის წყვი­ლი რო­გორც წესი, ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში საკ­მა­ოდ ხელ­გაშ­ლი­ლი და გუ­ლუხ­ვია, ამი­ტომ ეს ორი იშ­ვი­თად დარ­დობს ზედ­მე­ტად ხვა­ლინ­დელ დღე­ზე. მათ არ ახა­სი­ა­თებთ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა და მა­ნი­ა­კა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ერ­თმა­ნე­თის შე­მო­სავ­ლი­თაც მარ­ტი­ვად და ბუ­ნებ­რი­ვად სარ­გებ­ლო­ბენ, დღეს თუ ერთი გა­კოტ­რდე­ბა და მე­ო­რე გუწ­ვდის გულ­მო­წყა­ლედ დახ­მა­რე­ბის ხელს, ხვალ ეს უკა­ნას­კნე­ლი მო­ი­გებს ჯეკ-პოტს და ვალი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. თუკი პლა­ნე­ტა­რუ­ლი გავ­ლე­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჰარ­მო­ნი­ით და­ი­ბა­დენ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, ორი ვერ­ძის ცხოვ­რე­ბა რო­გორც წესი თავ­ბრუ­დამ­ხვევ, მხი­ა­რულ კა­რუ­სელს ემ­სგავ­სე­ბა, სა­დაც მო­წყე­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პი­რა­დი კოს­მოგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით, მათი მთა­ვა­რი პლა­ნე­ტე­ბი დის­ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­დის ერ­თმა­ნეთ­თან, ამ ორი ცე­ცხლო­ვა­ნი სუ­ლის შეხ­ვედ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია დიდი და მხურ­ვა­ლე სი­ძულ­ვი­ლის კო­ცო­ნიც არა­ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბით და­ან­თოს. ეს კი იმ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, როცა ერთი ან მე­ო­რე ცდი­ლობს ასე ვთქვათ "მი­მი­კა გა­უს­წო­როს" სა­კუ­თარ ანა­რეკლს სარ­კე­ში. რო­გორც წესი, ასე­თი ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იმ ვერ­ძებს შო­რის ყა­ლიბ­დე­ბა, რო­მელ­თაც ბავ­შვო­ბა­ში გან­სა­კურ­თე­ბუ­ლი სიმ­კაც­რით ზრდიდ­ნენ და სა­კუ­თა­რი "მეს" გა­მო­ხატ­ვას, ისი­ნი უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში, წლო­ბით ნაგ­რო­ვე­ბი ნე­გა­ტი­ვის, პარტნი­ორ­ზე პრო­ექ­ცი­ის სა­ხით ცდი­ლო­ბენ ( გა­ვიხ­სე­ნოთ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ქეით გო­სე­ლი­ნის ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბა მე­უღ­ლეს­თან ჯონ გო­სე­ლინ­თან). ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ორი ვერ­ძის ერთი შე­ხედ­ვით უღ­რუბ­ლო კავ­ში­რი, შე­საძ­ლოა ქორ­წი­ნე­ბი­დან სულ მოკ­ლე ხან­ში გა­ლაქ­ტი­კა­თა­შო­რის ომს და­ემ­სგავ­სოს, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს.. აქ მხო­ლოდ და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

    აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ი­მი­სოდ რომ ორი ვერ­ძის ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბა ნაკ­ლე­ბი იყოს, სა­სურ­ვე­ლია თუკი მათ შო­რის ფუნ­ქცი­ე­ბის სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა მოხ­დე­ბა და თი­თო­ე­ულ მათ­განს ეცო­დი­ნე­ბა თუ, კონ­კრე­ტუ­ლად სად არის არის მისი ად­გი­ლი ანუ რო­მელ ფლანგზე შე­უძ­ლია იყოს "ლი­დე­რი". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე სქე­სის ვერ­ძებ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცი­ან სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი, მათ გა­მუდ­მე­ბით ესა­ჭი­რო­ე­ბათ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თე­ბი მე­უღ­ლის მხრი­დან. ცოდ­ნა იმი­სა, რომ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი მის ნი­ჭ­სა და ტა­ლანტს ჯე­როვ­ნად აფა­სებს, ნე­ბის­მი­ე­რი სქე­სის ვერ­ძის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მია, ამი­ტომ არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ისე, რომ ვერ­ძე­ბის ოჯა­ხი ხში­რა­დაა მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ უნდა წა­ა­ხა­ლი­სონ მე­უღ­ლე­ებ­მა ერ­თმა­ნე­თი მეტი და მეტი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ცხოვ­რე­ბა­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    124 ნახვა
    11-11-2020, 23:41