X
GOGA.TV
როგორ ვმართოთ სტიქია - მამაკაცთა ოთხი ტიპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • როგორ ვმართოთ სტიქია - მამაკაცთა ოთხი ტიპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ძლი­ერ­თა სქე­სიც, ამა თუ იმ კონ­კრე­ტუ­ლი სტი­ქი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­სა­ბა­მი­სი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ი­მი­სოდ რომ მა­მა­კა­ცის ფსი­ქო­ტი­პი და მათი მო­თხოვ­ნე­ბი სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მი­მართ, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით სწო­რად გან­ვსა­ზღვროთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ცო­დეთ ის თუ კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ სტი­ქი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა იგი ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი ოთხი­დან.

    სტი­ქია ცე­ცხლი
    პირ­ველ სა­მე­ულ­ში დი­ნა­მი­უ­რი, ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი და მო­უს­ვე­ნა­რი ვერ­ძე­ბი, ლო­მე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბი შე­დი­ან. ამი­ტომ მათი ცე­ცხლო­ვა­ნი ხა­სი­ა­თი, მო­ი­თხოვს იმას რომ ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად გვერდს არა უბ­რა­ლო, სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი ქალი, არა­მედ არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი - დე­დო­ფა­ლი უმ­შვე­ნებ­დეს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ დე­დოფ­ლის უპირ­ვე­ლე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და წმინ­და­თაწ­მინ­და მო­ვა­ლე­ო­ბა მე­ფის ცო­ლო­ბაა, ვერ­ძის ლო­მის და მშვილ­დოს­ნის მე­უღ­ლეს, უპი­რო­ბოდ მო­ე­თხო­ვე­ბა ქმრის პერ­სო­ნის მხურ­ვა­ლე თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მხარ­დამ­ჭე­რი იყოს. ამას­თან ერ­თად, მას უნდა გა­აჩ­ნდეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შარ­მი და შე­ეძ­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის კარ­გად წარ­მო­ჩე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, ოღონდ ისე რომ მე­უღ­ლის ავ­ტო­რი­ტეტს ამით ჩრდი­ლი არამც და არამც არ უნდა მი­ად­გეს. მოკ­ლედ, სუ­ლაც არ გახ­ლავთ დე­დოფ­ლო­ბა ად­ვი­ლი.

    სტი­ქია მიწა
    მი­წის სტი­ქი­ის მამ­რე­ბი ანუ კუ­რო­ე­ბი, ქალ­წუ­ლე­ბი და თხის რქე­ბი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რის სა­ხით, პირ­ველ რიგ­ში სა­ნი­მუ­შო დი­ა­სახ­ლისს და კარგ "სა­ო­ჯა­ხო მე­ნე­ჯერს" ეძე­ბენ. ამ ტი­პის მა­მა­კა­ცის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის, რომ ქალი მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და ტაქ­ტი­ა­ნი იყოს. ამას­თან ერ­თად, ური­გო არ იქ­ნე­ბა თუკი ამ უკა­ნას­კნელს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია და შე­მო­სავ­ლის სტა­ბი­ლუ­რი წყა­როც გა­აჩ­ნია, ყვე­ლა ზე­მო­თჩა­მოთ­ვლილ თვი­სე­ბას­თან ერ­თად. თუმ­ცა თუ მა­ინც და მა­ინც ასე არ მოხ­და, მას ის მა­ინც უნდა შე­ეძ­ლოს, რომ მე­უღ­ლის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფული და­უ­დევ­რად არ გა­ა­ტა­ნოს ქარს და ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს

    სტი­ქია ჰა­ე­რი
    რაც შე­ე­ხე­ბათ ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც ბედ­მა, ჰა­ე­რის სტი­ქი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბა არ­გუ­ნა წი­ლად, ანუ ტყუ­პებს, სას­წო­რებს და მერ­წყუ­ლებს, მათ­თვის ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რი პირ­ველ რიგ­ში კარ­გი მე­გო­ბა­რი, თა­ნა­მო­აზ­რე და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­ნა­შემ­წე უნდა იყოს. ქალ­ბა­ტონს რო­მე­ლიც ჰა­ე­რის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ მა­მა­კაცს და­უ­კავ­ში­რებს ცხოვ­რე­ბას, მე­უღ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი (თუნ­დაც ყვე­ლა­ზე აფ­სურ­დუ­ლი) იდე­ის მხარ­და­ჭე­რა და მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა მო­ე­თხო­ვე­ბა. ამას­თან ერ­თად იგი გა­გე­ბით უნდა მო­ე­კი­დოს ქმრის ცვა­ლე­ბად, არ­ცთუ სტა­ბი­ლურ ხა­სი­ათს და გა­მუდ­მე­ბულ მო­თხოვ­ნას ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ.

    სტი­ქია წყა­ლი
    აი იმ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის კი, რომ­ლე­ბიც წყლის სტი­ქი­ის გავ­ლე­ნას გა­ნიც­დი­ან ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით - ანუ სა­უ­ბა­რია კირჩხი­ბებ­ზე, მო­რი­ე­ლებ­ზე და თევ­ზებ­ზე, ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად მზრუნ­ვე­ლი, გამ­გე­ბი და თა­ნამ­გრძნო­ბი უნდა იყოს პირ­ველ რიგ­ში. წყლის სტი­ქი­ის მამ­რე­ბის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის რომ საყ­ვა­რელ ქალს მათ­თვის მზრუნ­ვე­ლი მე­უღ­ლის რო­ლის გარ­და, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გის ფუნ­ქცი­ე­ბის შე­თავ­სე­ბაც ოს­ტა­ტუ­რად შე­ეძ­ლოს პე­რი­ო­დუ­ლად. რად­გან ემო­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ეს მა­მა­კა­ცე­ბი მმარ­თვე­ლი სტი­ქი­ის გავ­ლე­ნით ატა­რე­ბენ გუ­ლით, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად სა­ჭი­რო­ებს ჭეშ­მა­რიტ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მიდ­გო­მას და კონ­სულ­ტა­ცი­ას.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    116 ნახვა
    13-11-2020, 00:08